საქართველოს საფონდო ბირჟის წილი თბილისის საფონდო ბირჟაში შემცირდა

საქართველოს საფონდო ბირჟის წილი თბილისის საფონდო ბირჟაში შემცირდა, ხოლო საბროკერო კომპანიების გაიზარდა.

გასული წლის ბოლოს თბილისის საფონდო ბირჟამ გამოუშვა 183,897 ცალი ჩვეულებრივი აქცია, რომლებიც შეისყიდა შპს „გალტ ენდ თაგარტმა“, შპს „თიბისი კაპიტალმა“ და შპს „ჯი ეს ეფ ჰოლდინგს ჯორჯიამ“, მიღებულმა კომპენსაციამ შეადგინა 2,455,025 ლარი, რის შემდეგაც წილები შემდეგნაირად გადანაწილდა:  

„საქართველოს საფონდო ბირჟა“ 35,22% სს 

„გალთ ენდ თაგარტი“ 21,59% შპს 

„თიბისი კაპიტალი“ 21,59% 

შპს „ჯი სი ეფ ჰოლდინგს ჯორჯია“ 21,59%  

მიუხედავად იმისა რომ საქართველოს საფონდო ბირჟას შეუმცირდა წილი სს „თსბ-ში“ 35,22 %-მდე, იგი მაინც ინარჩუნებს კონტროლს მასზე.  

ამასთან, წლის ბოლოს თბილისის საფონდო ბირჟამ  „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის“ 304,499 ცალი ჩვეულებრივი აქცია შეისყიდა. ამ ინვესტიციით თბილისის საფონდო ბირჟა „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის“ 75.06% წილის მფლობელი გახდა. შედეგად, სს „საქართველოს საფონდო ბირჟა“  სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი“- ში აკონტროლებს 51.09%-ს (აქედან არაპირდაპირ სს თბილისის საფონდო ბირჟის“ საშუალებით 26,44%-ს).  

თბილისის საფონდო ბირჟა 2015 წლის 7 მაისს დაფუძნდა. კომპანიის მინორიტარმა აქციონერებმა, რომლებიც ფლობენ კომპანიის აქციათა 38%-ს, სასამართლოში გაასაჩივრეს „თსბ-ს“ დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება. კომპანიის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ „თსბ“ დაფუძნებულია მოქმედ კანონმდებლობასთან და წესდებასთან სრულ შესაბამისობაში.

წინა სტატია

Всемирный банк называет вызовы Программы всеобщего здравоохранения
17 ივლისი, 2017

შემდეგი სტატია

მსოფლიოს ქვეყნები, სადაც დასაქმებულები ყველაზე მეტ გადასახადებს იხდიან
18 ივლისი, 2017
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
აგვისტოში საქართველოში რეკორდული რაოდენობის უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა
საქართველო | სექ, 13, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა