მსოფლიოს ქვეყნები, სადაც დასაქმებულები ყველაზე მეტ გადასახადებს იხდიან

ბელგიაში დასაქმებულები მიღებული შემოსავლის ნახევარზე მეტს გადასახადებში იხდიან. ამ მაჩვენებლით ბელგია OECD-ის იმ ქვეყნების სიის სათავეში მოხვდა, სადაც დასაქმებულები ყველაზე მეტ გადასახადებს იხდიან. ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თითქმის ყველა ქვეყანაში დასაქმებულები შემოსავლის მესამედს საშემოსავლო და სოციალური უსაფრთხოების გადასახადში იხდიან.  

ყველაზე მაღალი გადასახადი ხელფასით მიღებულ შემოსავალზე ბელგიაშია და ის 54%-ს შეადგენს. უნგრეთში ეს მაჩვენებელი 48,2%-ია, ხოლო იტალიაში 47,8%. ამ მაჩვენებელში შედის, როგორც საშემოსავლო გადასახადი, ასევე სოციალური უსაფრთხოების კონტრიბუციები. სოციალური უსაფრთხოების გადასახადის ნაწილს დასაქმებული, ნაწილს კითავად დამსაქმებელი იხდის. 

რაც შეეხება უშუალოდ საშემოსავლო გადასახადს ის OECD-ის ქვეყნებში შემდეგნაირია:  

ბელგია - 20,8%

შვეიცარია - 10%

გერმანია - 15,9%

ლუქსემბურგი - 16,2%

ავსტრია - 10,8%

ნიდერლანდები - 15,2%

ნორვეგია - 17,5%

საფრანგეთი - 10,8%

ისლანდია - 26,9%

შვედეთი - 13,6%

ავსტრალია - 23%

გაერთიანებული სამეფო - 12,6%

ამერიკის შეერთებული შტატები - 16,9%

საბერძნეთი - 7,7%

პორტუგალია - 13,4%

ესტონეთი - 12,5%

უნგრეთი - 11,7%

პოლონეთი  - 6,1%

ლატვია - 15% 

საქართველოში საშემოსავლო გადასახადი 20%-ია. ხელფასის სახით გაცემული ანაზღაურება ქვეყნაში მხოლოდ  20%-იანი განაკვეთით იბეგრება და სხვა სახის გადასახადს, ის დასაქმებულები, რომელთა ანაზღაურებაც წლიურად 40 000 ლარზე ნაკლებია, არ იხდიან.  

ჯამში ყველაზე დაბალი განაკვეთით (საშემოსავლო და სოციალური უსაფრთხოების გადასახადი) ხელფასის სახით მიღებული ანაზღაურება OECD-ის წევრი ქვეყნებიდან, ჩილეში იბეგრება და ის მხოლოდ 7%-ს შეადგენს. მას მოსდევს ახალი ზელანდია 17,9%-ით, მექსიკა 20,1%-ით და შვეიცარია 21,8%-ით. 

წინა სტატია

საქართველოს საფონდო ბირჟის წილი თბილისის საფონდო ბირჟაში შემცირდა
18 ივლისი, 2017

შემდეგი სტატია

ევექსმა 90 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა
18 ივლისი, 2017
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა