ქართული იურიდიული კომპანიები Legal 500-ის რეიტინგში

The Legal 500 უკვე 29 წელია მსოფლიოს საუკეთესო იურიდიულ კომპანიებსა და იურისტებს აფასებს. 2017 წელს Legal 500-ის შეფასება მიიღო 13-მა ქართულმა იურიდიულმა კომპანიამ და 17-მა იურისტმა.  საქართველოს დახასიათებაში ვკითხულობთ, რომ ქვეყანას მდიდარი ჰიდრო და ენერგო რესურსები აქვს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა და ბაზრის მიმზიდველობა საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაიზარდა. ამასთან, აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მაღალი ხარისხის ადგილობრივ ფირმებს ისეთი საერთაშორისო კომპანიებისთვის უწევთ კონკურენციის გაწევა როგორიცა Ernst & Young LLC და Dechert Georgia.  

BGI Legal - ცნობილია უძრავი ქონებისა და ენერგეტიკულ სექტორში მუშაობის გამოცდილებით. Legal 500 დადებით შეფასებას აძლევს ლაშა გოგიბერიძეს და სანდრო ბიბილაშვილს და აღნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობას მოიცავდა რეგიონის უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული პროექტები.  

BLC Law Office - Legal 500 შეფასებას აძლევს ქეთი კვარცხავას და მის ჩართულობას აღნიშნავს ანაკლიის პორტის პროექტში. ამასთან, შეფასებაში ვკითხულობთ, რომ ქეთი კვარცხავა და ალექსანდრე ბოლქვაძე მუშაობდნენ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმეზე, რომელიც მსოფიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ენერგეტიკულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებით, შეფასება მიიღო გიორგი ბათლიძემ.  

Dentons Georgia LLC-ის კლიენტებს შორის არის ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა BP და Georgia Petroleum. შეფასება მიიღეს ოთარ ყიფშიძემ და ავთო სვანიძემ.  

BDO Legal  - კომპანიის კლიენტები არიან  FAO, Georgian Credit და  Georgian Investment Group Energy. ამასთან, კომპანიამ გარემოსდაცვით საკითხებში  კონსულტაცია გაუწია Georgian Green Power-ს.  

BLB (Business Legal Bureau) - Legal 500 აფასებს კომპანიის მმართველ და დამფუძნებელ პარტნიორს კახა შარაბიძეს და მაია მწარიაშივლს, რომელიც კომპანია Eltransit-ს უწევს ასისტენტობას.  

Dechert Georgia LLC - ნიკოლა მარიანი კომპანიის მმართველი პარტნიორია, არჩილ გიორგაძე კი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის შვილობილ კომპანიას უწევს ასისტენტობას. კომპანიის კლიენტებს შორის არიან Axis Towers, EBRD და Global Pharma Intelligence. 

 GLCC Law Firm - შეფასებაში ვკითხულობთ, რომ კომპანია მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს და ძირითადად ფოკუსირებულია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალზე. Legal 500-ის შეფასებაში მოხვდნენ კომპანიის იურისტები, - ირაკლი გაფრინდაშვილი, ალექსანდრე ქამუშაძე და გრიგოლ მუმლაძე.  

Gvinadze & Partners LLC  - Legal 500 აფასებს კომპანიის მმართველ პარტნიორს ნიკა ღვინაძესდა სოფო ფანჯიკიძეს, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა EnerMech-ს, ბრიტანულ კომპანიას, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის მილსადენების პროექტებშია ჩართული. 

Mgaloblishvili, Kipiani, Dzidziguri Law Firm – "20 წლიანი გამოცდილებით, კომპანია იმ რამდენიმე ქართულ იურიდიულ ფირმას შორისაა, რომელსაც საერთაშორისო გამოცდილება აქვს", - ვკითხულობთ შეფასებაში.  Legal 500-ი აფასებს დავით ძიძიგურს და ვიქტორ ყიფიანს.  

Nodia, Urumashvili & Partners  - კლიენტები კომპანიას ახასიათებენ, როგორც ეფექტურ დამხმარეს. კომპანიის კლიენტებს შორის არიან  Georgian Water and Power, Blackmoon Investment და Schuchmann Wines.  

Ernst & Young LLC - Legal 500 აღნიშნავს, რომ კომპანიას განსაკუთრებით დადებითი შეფასებას აქვს კონკურენციის შესახებ კანონზე, უძრავი ქონებისა და ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე.  

Archil Mchedlidze’s Law Practice LLC - კლიენტებს შორის არიან როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო კომპანიები და პირები.  

J&T Consulting LLC  - შეფასებაში ვკითხულობთ, რომ კომპანიის მმართველი პარტნიორი „საუკეთესო შედეგს აჩვენებს სენსიტიურ სამართლებრივ საკითხებში“.  

ამასთან, Legal 500-ის შეფასებაში მოხვდნენ იურისტები: ზაზა ბიბილაშვილი - BGI Legal; ალექსანდრე ბოლქვაძე - BLC Law Office; ლაშა გოგიბერიძე - BGI Legal; ნიკა ღვინაძე - Gvinadze & Partners LLC; ტედ ჯონასი - Dentons Georgia LLC; დავით ხრიკაძე - BDO Legal; ქეთი კვარცხავა - - BLC Law Office; კახა შარაბიძე - BLB (Business Legal Bureau); ეფრემ ურიმაშვილი - Nodia, Urumashvili & Partners; მარიამ ანთია - Mgaloblishvili, Kipiani, Dzidziguri Law Firm; გიორგი მაისურაძე - BDO Legal; დავით მეცხოვრიშვილი - Mgaloblishvili, Kipiani, Dzidziguri Law Firm; ნათელა ოთარიძე - Dentons Georgia LLC; სოფო ფანჯიკიძე - Gvinadze & Partners LLC; გიორგი სარაჯიშვილი -  BGI Legal; ნინო სუკნიძე - Dentons Georgia LLC; მარიამ ვაშაკიძე - BLB (Business Legal Bureau). 

 

წინა სტატია

Доля Фондовой биржи Грузии на Тбилисской фондовой бирже уменьшилась
18 ივლისი, 2017

შემდეგი სტატია

იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 30 პროცენტით გაიზარდა
19 ივლისი, 2017
ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | სექ, 19, 2017
Forbes Georgia. 2017 წლის ოქტომბრის ნომერი
საქართველო | ოქტ, 06, 2017
განათლების ჯოკერი
ანტრეპრენიორები | აგვ, 31, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა