LOUIS VUITTON-ი ჯეფ კუნსთან თანამშრომლობას იწყებს

ჯეფ კუნსმა ლუი ვიტონთან ერთად მუშაობა დაიწყო ტყავის ნაწარმის კოლექციის შექმნაზე, რომელიც მოიცავს 51 აქსესუარს, მათ შორის – ჩანთებს. კოლექცია წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ხელოვნების ნიმუშთა ერთგვარ ინტერპრეტაციას. "ოსტატთა" კოლექციას საფუძვლად უდევს ჯეფ კუნსის 2015 წლის სერია "მომზირალი ბურთები", სადაც ტიციანის, ელ გრეკოს, მანეს და სხვათა ფერწერული ტილოების ზუსტ ასლებს წინიდან ლურჯი მინის ბურთები აქვს მიმაგრებული. ფრანგული მოდის სახლთან თანამშრომლობისას ჯეფ კუნსმა გადაწყვიტა, ლუი ვიტონის ხელწერული აქსესუარები ლეონარდო და ვინჩის, რუბენსისა და ვან გოგის ნამუშევრების რეპროდუცირებით დაემშვენებინა.

ლუი ვიტონის ჩანთები ჯეფ კუნსისთვის იქცა ტილოებად, რომლებზეც მან "ოსტატთა" კოლექცია გადაიტანა. ზურგჩანთები, კლაჩები, ტევადი სამგზავრო ჩანთები და აბრეშუმის შარფები იმ აქსესუართა შორისაა, რომლებზეც და ვინჩის "მონა ლიზა", რუბენსის "ვეფხვზე ნადირობა" და ვან გოგის "კვიპაროსები ხორბლის მინდორში" არის გამოსახული. აქსესუარები გაჯერებულია ოქროს მონოგრამებით, ამრეკლი ლითონის ასოებითა და ფერადი ორნამენტებით. „მხატვრების სახელების ამრეკლავი გამოსახულება „მომზირალი ბურთების” ფუნქციას ასრულებს. ადამიანის ჩანთასთან დამოკიდებულებაც ასევე გარკვეულწილად არეკვლის პროცესს წარმოადგენს”, – ამბობს ჯეფ კუნსი ორი ოსტატის თანამშრომლობის შედეგად შექმნილი ექსკლუზიური ტყავის ჩანთების შესახებ.

წინა სტატია

«Тибиси Капитал» осуществил размещение облигаций на 10 миллионов «Никора»
20 ივლისი, 2017

შემდეგი სტატია

გემრიელი ინვესტიციები
21 ივლისი, 2017
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
Nexia TA - ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა
საქართველო | ოქტ, 08, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა