მსოფლიოს 10 ქვეყანა ყველაზე მეტი მილიონერით

მსოფლიოში 33 მილიონი ადამიანის ქონება 1 მილიონ დოლარს აღემატება. Credit Suisse-ის კვლევის მიხედვით, მხოლოდ ამერიკაში 13,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ვისი ქონება მილიონ დოლარს აღემატება. ეს კი მსოფლიოს მილიონრების 41%-ს შეადგენს.  

შვეიცარიაში მოქალაქეების 12% მილიონერია. ქვეყანაში 6.19 მილიონი სრულწლოვანი ადამიანი ცხოვრობს, მათგან მილიონ დოლარზე მეტ ქონებას კი 716,000 ფლობს.  ქვეყანაში სიმდიდრის საშუალო მაჩვენებელი თითო ზრდასრულ მოსახლეზე 244,002 დოლარია. ამ მაჩვენებლებით შვეიცარია მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს მეათე ადგილს იკავებს. 

ავსტრალიაში 1,060,000 მილიონერი ცხოვრობს, ქვეყანაში 17.12  მილიონი ზრდასრული მოსახლეა და სიმდიდრის საშუალო მაჩვენებელი 162,815 დოლარს აღწევს.  

1,117,000 მილიონერი ჰყავს 28 მილიონიან კანადას, სადაც სიმდიდრის საშუალო მაჩვენებელი თითო ზრდასრულ მოსახლეზე 96,664 დოლარია. 

1,132,000 მილიონერით რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს იტალია, სადაც სიმდიდრის საშუალო მაჩვენებელი 104,105 დოლარია, ქვეყანაში კი 49,3 მილიონი სრულწლოვანი მოსახლეა.  

ჩინეთს 1,590,000 მილიონერი ჰყავს, - ქვეყანაში 1.023  მილიარდი სრულწლოვანი მოსახლეა, სიმდიდრის საშუალო მაჩვენებელი კი 4,885 დოლარი გამოდის.  

რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს საფრანგეთი, - 1,617,000 ფრანგი მილიონ დოლარზე მეტ ქონებას ფლობს, ქვეყანაში ჯამში 48.66  მილიონი სრულწლოვანი ადამიანი ცხოვრობს და სიმდიდრის საშუალო მაჩვენებელი 99,923 დოლარია.  

1,637,000 მილიონერი ჰყავს გერმანიას, - ქვეყანაში ჯამში 67 მილიონი სრულწლოვანი მოსახლეა და მათი სიმდიდრის საშუალო მაჩვენებელი 42,833 დოალრია.  

რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს გაერთიანებული სამეფო, სადაც 2,225,000 ადამიანის ქონება აღემატება მილიონ დოლარს. ქვეყანაში ჯამში 48.99  სრულწლოვანი მოქალაქეა, თითო მათგანზე კი სიმდიდრის საშუალო მაჩვენებელი 107,865 დოლარი გამოდის.  

რეიტინგის სამეულში მოხვდა იაპონიაც, სადაც 2,826,000 მილიონერი ცხოვრობს. იაპონიაში თითო ზრდასრულ მოსახლეზე სიმდიდრის მაჩვენებელი 120,493 დოლარია, ჯამში კი ქვეყანაში 104.22 მილიონი სრულწლოვანი მოსახლეა.  

13,554,000 მილიონერით სიის სათავეში ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც 245.97 სრულწლოვანი მოსახლეა და მათი სიმდიდრის საშუალო მაჩვენებელი 44,977 დოლარს შეადგენს. 

 

წინა სტატია

Georgia: Where Cheese Pizza Is The National Dish
24 ივლისი, 2017

შემდეგი სტატია

სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მაჩვენებლები
24 ივლისი, 2017
ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა
საქართველო | აგვ, 05, 2019
"ფინკა ბანკის" ახალი ბიზნესმოდელი
ინტერვიუ | ივლ, 31, 2019
მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული
რეიტინგი | აგვ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა