სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მაჩვენებლები

საქართველოს სახელმწიფო ხაზინამ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის გეგმის შესრულების მაჩვენებლები გამოაქვეყნა. შემოსულობების გეგმა 101.9%-ით შესრულდა (ცხრილი 1). ფინანსური ატივების კლების და ვალდებულებების ზრდის გარდა, შემოსულობების ყველა მუხლი გადაჭარბებით შესრულდა. 164%-ით შესრულდა გრანტების მუხლი, 138.8%-ით არაფინანსური აქტივების კლების ანუ პრივატიზაციის მუხლი. ვალდებულებების ზრდის მუხლის 81%-ით შესრულება საგარეო ვალის აღების 73.4%-იანმა მაჩვენებელმა განაპირობა. განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებელია (52.1%) ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების მიღებაში.

ცხრილი 1. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების 6 თვის გეგმის შესრულება, ათას ლარებში

შ ე მ ო ს უ ლ ო ბ ე ბ ი

გეგმა

შესრულება

შესრულება %-ში

შემოსავლები

4,383,430

4,671,630

106.6%

   გადასახადები

4,076,000

4,283,814

105.1%

   გრანტები

114,070

187,030

164.0%

   სხვა შემოსავლები

193,360

200,786

103.8%

არაფინანსური აქტივების კლება

43,000

59,697

138.8%

ფინანსური აქტივების კლება

44,000

40,646

92.4%

ვალდებულებების ზრდა

1,044,678

846,208

81.0%

საშინაო ვალდებულებების ზრდა

252,666

264,597

104.7%

საგარეო ვალდებულებების ზრდა

792,012

581,610

73.4%

საინვესტიციო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები

477,012

417,442

87.5%

ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები

315,000

164,168

52.1%

შემოსულობები სულ

5,515,108

5,618,181

101.9%

ბიუჯეტის გადასახდელების (ფართო გაგებით ხარჯები) 6 თვის გეგმა 95.1%-ით შესრულდა (ცხრილი 2). გადასახდელების არც ერთი მსხვილი მუხლი არ შესრულებულა 100%-ით ან მეტით. ყველაზე მაღალი მაჩვენებლით - 99.3%-ით შესრულდა სოციალური უზრუნველყოფის მუხლი, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებლით - 82.4%-ით სუბსიდიების მუხლი. კაპიტალური ხარჯების (არაფინანსური აქტივების ზრდა) გეგმა 91.1%-ით შესრულდა.

ცხრილი 2. სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 6 თვის გეგმის შესრულება, ათას ლარებში

გ ა დ ა ს ა ხ დ ე ლ ე ბ ი

გეგმა

გადახდა

შესრულება, %-ში

შრომის ანაზღაურება

699,056

682,319

97.6%

საქონელი და მომსახურება

615,113

535,790

87.1%

პროცენტი

236,773

232,571

98.2%

სუბსიდიები

290,727

239,607

82.4%

გრანტები

504,620

487,041

96.5%

სოციალური უზრუნველყოფა

1,651,066

1,638,879

99.3%

სხვა ხარჯები

558,487

530,584

95.0%

არაფინანსური აქტივების ზრდა

395,202

360,180

91.1%

ფინანსური აქტივების ზრდა

396,398

374,910

94.6%

ვალდებულებების კლება

251,378

244,689

97.3%

გადასახდელები სულ

5,598,820

5,326,569

95.1%

 

 

წინა სტატია

მსოფლიოს 10 ქვეყანა ყველაზე მეტი მილიონერით
24 ივლისი, 2017

შემდეგი სტატია

Countries in which Georgians by property most often
24 ივლისი, 2017
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
Nexia TA - ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა
საქართველო | ოქტ, 08, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა