მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები

მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები

ვინ იშოვის პირველი 1 მილიარდ დოლარს? ეს არ არის შეჯიბრება. უბრალოდ ზოგი ამას სხვაზე ადრე ახერხებს.

2014 წლის მარტის მონაცემებით, მსოფლიოში 1645 მილიარდერიდან მხოლოდ 31 არ გამხდარა ჯერ 40 წლის. შარშანდელისგან განსხვავებით, სიაში აღარ არიან სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი Google-იდან, მათ უკვე გადააბიჯეს 40 წლის ზღურბლს, სამაგიეროდ არიან „ახალბედები“. და სწორედ ერთ-ერთმა ასეთმა ახალბედამ, ნაკლებად ცნობილმა პერენნა კეიმ ჩაანაცვალა Facebook-ის თანადამფუძნებელი დასტინ მასკოვიცი და მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა. გთვაზობთ პირველ ხუთეულს, ასაკის ზრდის მიხედვით:

1. პერენნა კეი (და მისი ოჯახი) – $1.3 მილიარდი. წარმოშობით ჰონკონგელი 24 წლის პერენნა ფლობს Logan Property Holdings-ის 85 %-იან წილს და არის ლონდონის უნისვერსიტეტის ბაკალავრი ეკონომიკასა და ფინანსებში.

2. დასთინ მოსკოვიცი – $6.8 მილიარდი. მარკ ცუკერბერგის ყოფილი  მეგობარი და Facebook-ის თანადამფუძნებელი წელს 30 წლის გახდება, მოსკოვიცი 2008 წელს წამოვიდა Facebook-იდან და დაარსა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Asana.

3. მარკ ცუკერბერგი – $28.5 მილიარდი. 29 წლის ცუკერბერგი ყველაზე მდიდარია ახალგაზრდა მილიარდერების სიაში. Facebook-ის აქციების 130%-იან გაძვირებასთან ერთად, მისი ქონება უკანასკნელ პერიოდში გაორმაგდა და მსოფლიოს მილიარდერთა საერთო რეიტინგში მან 21-ე ადგილზე გადაინაცვლა.

4. ანტონ ქათრაინ-უმცროსი – $1.35. 29 წლის გერმანელი მართავს მისი ოჯახის კომპანია Kathrein-Werke AG-ს , რომელიც ანტენების ყველაზე ძველი და დიდი მწარმოებელია მსოფლიოში.

5. დრიუ ჰაუსთონი – $1.2 მილიარდი. Dropbox-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი წელს პირველად მოხვდა Forbes-ის მილიარდერთა სიაში.

ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერების სრული სია იხილეთ ბმულზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *