IMF-მა ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, ამერიკის შეამცირა

IMF-მა ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, ამერიკის შეამცირა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეცვალა. მიმდინარე წელს ფონდი მსოფლიოში კვლავ 3,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეუმცირდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ის მიმდინარე წლისთვის, 2.3%-ის ნაცვლად 2,1%-ს შეადგენს. სავალუტო ფონდი ამერიკისთვის შემცირებულ პროგნოზს ძირითადად, „ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის გაურკვევლობით“ ხსნის.

IMF-მა ზრდის პროგნოზი გაუუმჯობესა ევროზონას და ის 1.9%-ს შეადგენს, ნაცვლად აპრილში ნავარაუდები 1,7%-ისა.

0,2%-ით გაიზარდა გერმანიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც და ის 1,8%-ს შეადგენს. 0,1%-ით 1.5%-მდე გაუმჯობესდა საფრანგეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.

1.3%-მდე გაიზარდა იტალიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც. IMF მიმდინარე წელს ესპანეთში 3.1%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, ნაცვლად, 2,6%-სა.

იაპონიაში 2017 წელს 1.3%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი, რაც 0,1%-ით გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

წინა პროგნოზთან შედარებით, 0,3%-ით გაუარესდა გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი – საერთაშორისო სავალუტო ფონდი წელს გაერთიანებულ სამეფოში ეკონომიკის 1,7%-იან ზრდას ელოდება.

0,6%-ით გაუმჯობესდა პროგნოზი კანადისთვის და მან 2,6% შეადგინა.

განვითარებადი ქვენებისთვის სავალუტო ფონდის პროგნოზი 4.6%-ია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უცვლელად დატოვა რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ის 2017 წელს 1.4%-ს შეადგენს.

ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ზრდას წელს სავალუტო ფონდი ჩინეთში ელოდება, – ფონდმა აპრილის შემდეგ, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კიდევ 0,1%-ით გაიზარდა და ის 6,7%-ს შეადგენს. IMF-მა 7,7%-ზე შეინარჩუნა ინდოეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *