ლარის მოცულობამ 7 მილიარდს გადააჭარბა

ლარის მოცულობამ 7 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 24 ივლისს მიმოქცევაში არსებული ლარის მასამ (მოცულობამ), ე.წ. ფართო ფულის (M2) აგრეგატით, 7 მილიარდ 51 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ლარის არსებობის ისტორიაში მაქსიმალური მაჩვენებელია. ლარის მასამ სწრაფი ზრდა აპრილიდან დაიწყო და დაახლოებით 800 მილიონი ლარით გაიზარდა. გასული წლის 25 ივლისთან შედარებით კი 1 მილიარდი ლარით (17%-ით) არის გაზრდილი.

ლარის მასის მაჩვენებელი (M2) მოიცავს ბანკებს გარეთ არსებულ ნაღდ ფულს და ლარში განთავსებულ დეპოზიტებს. M2-ის ზრდა ძირითადად ლარში განთავსებული დეპოზიტების ზრდამ განაპირობა.

გრაფიკი – ლარის მოცულობა ფართო ფულის (M2) მაჩვენებლის მიხედვით, მლნ ლარებში

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *