კონკურენციის სააგენტო Socar-ის საქმეს ხელახლა შეისწავლის

კონკურენციის სააგენტო Socar-ის საქმეს ხელახლა შეისწავლის

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კონკურენციის სააგენტო Socar-ის საქმეს ხელახლა შეისწავლის. სააგენტოში განმარტავენ, რომ ნავთობკომპანიების საქმეზე სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში მიმდინარეობს 9 სასამართლო დავა, საიდანაც ერთ-ერთი საქმე, უზენაესი სასამართლოს მიერ, ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა კონკურენციის სააგენტოს და ხელახალი შესწავლა ხდება. დანარჩენი საქმეები, ამ ეტაპზე, არ არის დასრულებული.

“დავების დასრულების შემდეგ, კონკურენციის სააგენტო იმოქმედებს სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად და ყველა დაინტერესებულ მხარეს მიაწვდის ინფორმაციას”, – განმარტავენ უწყებაში.

კონკურენციის სააგენტომ სხვადასხვა კომპანიებს, მათ შორის ვისოლს, სოკარს, რომპეტროლს, გალფს, ლუკოილს და კიდევ 30-ზე მეტ ნავთობკომპანიას ჯამში 55 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ჯარიმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
სოკარი – 14 381 385 ლარი
რომპეტროლი – 10 885 806 ლარი
გალფი – 11 267 384 ლარი
ვისოლი – 10,426 393 ლარი,
ლუკოილი – 4, 740 260 ლარი
ასევე, შპს L იოლი – 1 209 800 ლარი, შპს ი თი აი – 1 172 776 ლარი, შპს. ბინული 1 – 654 445 ლარი.

კომპანიებმა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *