წლის დასაწყისიდან ლარი დოლარის მიმართ, 9,3%-ით გამყარდა

წლის დასაწყისიდან ლარი დოლარის მიმართ, 9,3%-ით გამყარდა

ივნისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონი ჩაატარა და ჯამში 70 მლნ აშშ დოლარი იყიდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.5 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.1 პროცენტით გაუფასურდა.

ივნისში აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.4274-დან 2.4072- მდე შეიცვალა, ანუ გამყარდა 0.8 პროცენტით. წლის დასაწყისიდან კი ლარის კურსი დოლარის მიმართ, 2,64-დან 2,40-მდე შეიცვალა, ანუ 9,3%-ით გამყარდა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, წლის დასაწყისიდან ერთი ევროს ფასი 2,7940-დან 2,8110-მდე შეიცვალა. რუსული რუბლის ფასი წლის დასაწყისში 4,2999 ლარი იყო და 7 თვეში ის 4,0362 ლარამდე შეიცვალა. თურქული ლირას ღირებულება წლის დასაწყისში 0,7504 ლარი იყო და ის 0,6783 ლარამდე შეიცვალა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *