მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა იზრდება

წლის პირველ ნახევარში საქართველოში 5009 სამშენებლო ნებართვა გაიცა. აქედან ყველაზე მეტი ნებართვა თბილისზე მოდიოდა, - მათმა რაოდენობამ იანვარ-ივნისში 2360 შეადგინა.

589 ნებართვა გაიცა აჭარაში, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე 280 ნებართვა გაიცა. ქვემო ქართლში კი 639. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 186-ით შემცირდა.

გაცემული ნებართვებიდან 3247 საცხოვრებელ შენობაზე მოდიოდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, სასტუმროს მშენებლობაზე 6 თვეში 158 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18 ნებართვით მეტია.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტის მშენებლობაზე წლის 6 თვეში ჯამში 132 ნებართვა გაიცა, ხოლო სამრეწველო და სასაწყობე შენობაზე 265.

იანვარ-ივნისში საქართველოში სულ 1334 ობიექტის მშენებლობა დასრულდა, აქედან 26 სასტუმრო იყო, 90 სამრეწველო და სასაწყობე შენობა, 42 კი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი. წლის პირველ 6 თვეში ექსპლუატაციაში 27 კაფე-ბარი და რესტორანი შევიდა; დასრულდა 202 სავაჭრო ობიექტის მშენებლოდა. 6 თვეში 666 საცხოვრებელი შენობა შევიდა ექსპლუატაციაში.

ექსპლუატაციაში შესული ობიექტებიდან 428 თბილისშია, მათგან 5 კი სასტუმროა. აჭარაში 60 ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში, აქედან 10 სასტუმრო იყო. გურიაში 48, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 104. 149 შენობა შევიდა ექსპლუატაციაში იმერეთში, ხოლო ქვემო ქართლში - 206.

მშენებლობა ნებართვები საქსტატი

წინა სტატია

Since The Beginning Of The Year, Lari Has Been Strengthening Against USD
31 ივლისი, 2017

შემდეგი სტატია

დამსაქმებლების ბრენდინგი
01 აგვისტო, 2017
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა