ნენსკრა ჰესის პროექტმა მესტიის მუნიციპალიტეტს მიკროავტობუსი HYUNDAI H-350 Bus გადასცა

ნენსკრა ჰესის პროექტის ინიციატივით შექმნილი «თემის განვითარების პროგრამის» ფარგლებში კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრომ“ მესტიის მუნიციპალიტეტს 16-ადგილიანი მიკროავტობუსი HYUNDAI H-350 Bus გადასცა, რომელიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობების მოსახლეობის სპეციალურ საჭიროებებს (საბავშვო ექსკურსიები და ა.შ.) დააკმაყოფილებს.

რამდენიმე კვირით ადრე ამავე პროგრამის ფარგლებში ნენსკრასა და ნაკრას ხეობების სკოლებს - სპორტული ინვენტარი და კომპიუტერები, ხოლო საბავშვო ბაღებს სამზარეულო აღჭურვილობა და სათამაშოები გადაეცათ.

«თემის განვითარების პროგრამა» ნენსკრა ჰესის პროექტმა მესტიის მუნიციპალიტეტის ნენსკრასა და ნაკრას ხეობების მოსახლეოების საჭიროებების შეფასების საფუძველზე შეიმუშავა. პროგრამა, რომლის განხორციელებაზე აქტიური მუშაობა სექტემბრიდან დაიწყება, ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, ახალგაზრდების უნარ-ჩვევების გაღრმავებასა და განვითარებას.

„თემის განვითარების პროგრამა ნენსკრა ჰესის პროექტის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ იმ რეგიონის მდგრად განვითარებას, სადაც ჰესის მშენებლობა ხორციელდება. გათვალისწინებულია ადგილობრივი მუშახელის მაქსიმალური დასაქმება როგორც მშენებლობისას, ასევე ჰესის ექსლუატაციაში შესვლის შემდეგ. თემის განვითარების პროგრამის ძირითადი ფოკუსი ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარება იქნება, თუმცა ამით არ შემოვიფარგლებით და ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ ამ ორი ხეობის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები. მიკროავტობუსის გადაცემა ამის ერთ-ერთი მაგალითია“, - აღნიშნა სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბიოუნგ სეუბ ჩოიმ.

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გიგავატ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. www.nenskrahydro.ge

წინა სტატია

In the first half of the year, railway freight turnover decreased
03 აგვისტო, 2017

შემდეგი სტატია

ანაკლიის ამბიცია
07 აგვისტო, 2017
ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა
საქართველო | აგვ, 05, 2019
"ფინკა ბანკის" ახალი ბიზნესმოდელი
ინტერვიუ | ივლ, 31, 2019
მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული
რეიტინგი | აგვ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა