წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მწერლები

წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მწერლები

Forbes-ი მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი მწერლების ყოველწლიურ სიას აქვეყნებს. პირველად, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჯეიმს პატერსონმა რეიტინგის პირველი ადგილი ჯოან როულინგს დაუთმო.

11 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერლის 5 ნამუშვრების ეკრანიზაცია უკვე მოხდა, მათგან ყველაზე პოპულარული კი სწორედ როულინგის ჰარი პოტერია. 11-მა ავტორმა მხოლოდ ამერიკაში წლის განმავლობაში 30 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა, რამაც მათ $312,5 მლნ მოუტანა. 

2017 წლის ათეული ასე გამოიყურება: 

ჯოან როულინგი – ბოლო 12 თვეში მიღებული შემოსავალი – $95 მილიონი (საერთო ქონება $650 მილიონი).  

ჯეიმს პეტერსონი – 12 თვეში მიღებული შემოსავალი – $87 მილიონი. (საერთო ქონება – $700 მილიონი). ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მდიდარმა ავტორმა გასულ წელს საკუთარი ნამუშევრების  9 მილიონზე მეტი ეგზეპმლარის რეალიზება მოახდინა. 

ჯეფ კინი  –  $21 მილიონი. 

დენ ბრაუნი – $20 მილიონი. ამერიკელი მწერლისა და ჟურნალისტის რომანი „და ვინჩის კოდი“ დღემდე საერთაშორისო ბესტსელერადაა აღიარებული.  

სტივენ კინგი – $15 მილიონი. გასულ წელს მან ამერიკაში 1,9 მილიონი წიგნის გაყიდვა მოახერხა.  

ჯონ გრიშმანი – $14 მილიონი. მისი წიგნი The Whistler 2016 წელს მსოფლისო ყველაზე გაყიდვად წიგნებს შორის მესამე ადგილს იკავებდა.  

ნორა რობერტსი – $14 მილიონი.  

პოლა ჰოკინსი – $13 მილიონი. გასულ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი 2,2 მილიონი წიგნი გაიყიდა.  

ე.ლ. ჯეიმსი – $11,5 მილიონი.  

დანიელა სტილი – $11 მილიონი. გასულ წელს მისი ავტორბით 6 წიგნი დაიბეჭდა. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *