როგორ გაზარდა აქციზის გადასახადის მატებამ ბიუჯეტის შემოსავლები

2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზის გადასახადიდან 661 მლნ ლარის შემოსავალი შევიდა, რაც 169 მლნ ლარით (34%-ით) მეტია 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის პირველ ნახევარში აქციზის გადასახადიდან 742 მლნ ლარის მიღება ჰქონდა დაგეგმილი, ანუ გეგმის შესრულებას 81 მლნ ლარი დააკლდა და შესაბამისად, 89%-ით შესრულდა.

აქციზიდან საგადასახადო შემოსავლების მატებას აქციზის გაზრდილი განაკვეთები განაპირობებს. თამბაქოზე აქციზიდან 39 მლნ ლარით მეტი შემოსავალი შევიდა ბიუჯეტში მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში. ყველაზე მაღალი ზრდა ბენზინის დაბეგვრიდან არის - 61 მლნ ლარი. ბენზინზე აქციზის და შესაბამისად ბენზინის ფასის ზრდის მიუხედავად, მისი მოხმარება გაზრდილია. იგივე მდგომარეობაა დიზელთან დაკავშირებითაც.

ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, 2017 წელს აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში ჯამში 1 627 მლნ ლარის შემოსავალი უნდა შევიდეს.

ცხრილი: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი აქციზის გადასახადიდან, იანვარ-ივნისი

 მლნ ლარებში

2016

2017

ზრდა

აქციზი

493

661

169

თამბაქო

266

305

39

არაყი

11

10

-1

ლუდი

22

22

0

ბენზინი

53

114

61

დიზელი

36

88

52

მსუბუქი ავტომობილები

49

62

13

სხვა

56

61

5

წყარო: საქართველოს სახელმწიფო ხაზინა

აქციზი ბიუჯეტი საგადასახადო შემოსავლები

წინა სტატია

უმუშევრობის მაჩვენებლები ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში
09 აგვისტო, 2017

შემდეგი სტატია

Inter Rao has filed one more complaint against Georgia in ICSID
09 აგვისტო, 2017
საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
რეიტინგი | მაი, 28, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
მთავრობის ზარალიანი ბიზნესი
რეიტინგი | მაი, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა