მილიარდერების მსხვილი გარიგებები ხელოვნებაში

მილიარდერების მსხვილი გარიგებები ხელოვნებაში

რუსმა მილიარდერმა დიმიტრი რიბოლოვლევმა შვეიცარელ დილერს ლეონარდო და ვინჩის ქრისტეს ტილოში $127.5  მილიონი დოლარი გადაუხადა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა დილერს ტილო $80 მილიონად ჰქონდა შეძენილი. საქმეზე სასამართლო დავა უკვე მესამე წელია გრძელდება, თუმცა დილერის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მის კლიენტს მსოფლიოში ყველაზე მსხვილ სახელოვნებო თაღლითობაში ბრალს უსაფუძვლოდ დებენ.

ყველა მილიარდერის შენაძენი მსგავსი წარუმატებლობით არ მთავრდება. Forbes იმ მილიარდერებს ასახელებს, ვინც ხელოვნების ნიმუშების გაყიდვიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღო. ასე მაგალითად,  ოპრა უინფრიმ გასულ ზაფხულს გუსტავ კლიმტის ნამუშევრის გაყიდვიდან $60 მილიონის მოგება ნახა. მან ტილო 2006 წელს შეიძინა $90 მილიონად, გასულ წელს კი $150 მილიონად დათმო.

გაუმართლა ბიძინა ივანიშვილსაც. Forbes-ს საქართველოს ყოფილი პრემიერის სამხატვრო კოლექცია $1 მილიარდად აქვს შეფასებული. გასულ წელს ივანიშვილის კოლექციას $110 მილიონის ღირებულების ნამუშევრები გამოაკლდა. მათგან ყველაზე ძირადღირებული დე კუნინგის ტილო იყო (უსახელო XXV), რომლის გაყიდვიდან ივანიშვილმა $66.3 მილიონი მიიღო. მანამდე კი მისი ღირებულება $40 მილიონი იყო.

პოლ ალენმა 2007 წელს გერჰარდ რიხტერის ტილოში $5 მილიონი გადაიხადა. მომდევნო წლებში ტილოს ფასმა სახელწოდებით Düsenjäger $11,5 მილიონს მიაღწია.

1989 წელს დე კუნინგის ტილოს Interchange ფასი $20 მილიონი იყო, გასულ წელს კი Citadel-ის დამფუძნებელმა მასში $300 მილიონი გადაიხადა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *