5 წამყვანი ავიაკომპანია საქართველოში

მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე (აპრილი-ივლისი) ყველაზე მეტ მგზავრს Georgian Airways მოემსახურა. TAV Georgia-ს ცნობით, მეორე ადგილზე Tirkish Airlines-ია, ხოლო მესამეზე კი უკრაინის ავიახაზები. მგზავრთა გადაყვანის კუთხით, ხუთეულში მოხვდა AeroFlot და FlyDubai.

მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 2 129 121 მგზავრი, რაც 48.37%-ით (694 153 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (1 434 968 მგზავრი). 2015 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა 81.89%-ს (958 577 მგზავრით მეტი) შეადგენს.

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

· 2017 წლის 7 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 503 636 მგზავრით მეტს მოემსახურა (სულ 1 658 366 მგზავრი), ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (1 154 730 მგზავრი). შესაბამისად მგზავრთნაკადის ზრდის მაჩვენებელმა 43,62% შეადგინა;

· ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 86.48%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 7 თვეში აეროპორტი 124 826 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 232 775 მგზავრი შეადგინა - 107 949 მგზავრით მეტი; 

· გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 233 992 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 52.32% ით (80 369 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (153 623 მგზავრი).

ავიაკომპანიები აეროპორტი Georgian Airways Tirkish Airlines

წინა სტატია

U.S. blockchain company in tie-up on medical artificial intelligence
14 აგვისტო, 2017

შემდეგი სტატია

პარლამენტარი გავლენიანი ბიზნესგამოცდილებით
14 აგვისტო, 2017
$7 მილიარდიანი პროექტი - TANAP-ის მშენებლობა დასრულდა
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
20 ცვლილება დღგ-ით დაბეგვრისას, რომლის ამოქმედებაც 2020 წელს იგეგმება
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
Forbes Georgia in English - Issue #13
Issues | ივნ, 24, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა