ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში

საქართველოში 16 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული, მათგან 15 სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას ფლობს, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით,  წლის II კვარტლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 247,38 მილიონი ლარი შეადგინა; ამავე პერიოდში  სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ შეადგინა 2,23 მილიონი ლარი, აქტივები შეადგენს 601,97 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 140,30 მილიონ ლარს. სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება მეორე კვარტალში შემცირდა, - გასული წლის II კვარტლის მონაცემებით, სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 12,42 მილიონი ლარი იყო. 

მოზიდული სადაზღვევო პრემიების მიხედვით, ჯიპიაი (64.36 მლნ ლარი), ალდაგი (49.80 მლნ ლარი) და იმედი L (30.29 მლნ ლარი) ლიდერობენ.  მათ მოსდევს პსპ (27.28 მლნ ლარი) და არდი (19.17). 14.66 მლნ ლარის პრემია მიიზიდა ირაომ, ხოლო უნისონმა 12.75 მლნ ლარის. საანგარიშო პერიოდში 11.00 მლნ ლარის პრემია მიიზიდა თიბისიმ, 6.05 მლნ ლარის ალფამ, აი სი ჯგუფმა 5,55 მლნ ლარის, სტანდარტმა 2.43 მლნ ლარის, 2.17 მლნ ლარის ქართუმ, ხოლო 1,55 მლნ ლარის ბენეფიტმა. 

დაზღვევის სახეობების მიხედვით, ყველაზე მეტი პრემია ტრადიციულად ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის, მას მოსდევს სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა და ქონების დაზღვევა. 

წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 4.8%-ია დაზღვეული.  

სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში ბაზრის წილის 33% ჯიპიაის უკავია, 23% იმედი L-ს, ხოლო 18% პსპ-ს. ქონების დაზღვევის სახეობაში ბაზრის 48% ალდაგს უკავია, 23% ჯიპიაის, ხოლო 8% უნისონს. 

სადაზღვევო კომპანიები დაზღვევა ჯიპიაი ალდაგი იმედი L

წინა სტატია

გასულ წელს სასტუმროებში სტუმრების რაოდენობა 37%-ით გაიზარდა
01 სექტემბერი, 2017

შემდეგი სტატია

EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა
01 სექტემბერი, 2017
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა