საშუალო ხელფასი საქართველოში დასაქმების სფეროების მიხედვით

დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა 2017 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურ ხელფასებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა. მეორე კვარტლის საშუალო თვიურმა ხელფასმა 1 071 ლარი შეადგინა. 2016 წლის მეორე კვარტალთან შედარებით საშუალო თვიური ხელფასი 10%-ით არის გაზრდილი.

2017 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში - 2358 ლარი. მეორე ადგილზეა მშენებლობა - 1939 ლარით, ხოლო სახელმწიფო მმართველობაა - 1364 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროშია - თვეში საშუალოდ 583 ლარი. შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობა - 679 ლარით.

2016 მეორე პირველ კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად მშენებლობაში გაიზარდა - 38.6%-ით. შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობა 27.9%-ით. ხელფასი შემცირდა მხოლოდ სახელმწიფო მმართველობაში - 1%-ით.

ცხრილი - საშუალო თვიური ხელფასი 2017 წლის მეორე კვარტალში (ლარებში)

სექტორები

2017, II კვა

2016, II კვ

ზრდა

სულ

1071

974

10.0%

საფინანსო საქმიანობა

2358

1965

20.0%

მშენებლობა

1939

1399

38.6%

სახელმწიფო მმართველობა

1364

1378

-1.0%

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

1330

1244

6.8%

სამთომოპოვებითი მრეწველობა

1280

1206

6.2%

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება

1278

1219

4.8%

ოპერაციები უძრავი ქონებით

1192

1069

11.6%

ჯანმრთელობის დაცვა

975

918

6.1%

ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმის რემონტი

890

837

6.3%

დამამუშავებელი მრეწველობა

882

820

7.6%

კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევა

815

810

0.6%

სასტუმროები და რესტორნები

796

693

14.9%

სოფლის მეურნეობა

679

531

27.9%

განათლება

583

544

7.1%

წყარო: საქსტატი

საშუალო ხელფასი ხელფასი მშენებლობა საქსტატი

წინა სტატია

აგვისტოში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 15 პროცენტით გაიზარდა
15 სექტემბერი, 2017

შემდეგი სტატია

“ციტოს” 20-წლიანი ისტორია - კვლევა წარმატებამდე
15 სექტემბერი, 2017
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა