ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში

2017 წლის იანვარ-აგვისტოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტმა 401 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში რუსეთის ფედერაციაში შეტანილი ქართული პროდუქციის ჯამურ ღირებულებას 65%-ით აღემატება. ევროკავშირის ბაზარზე გატანილი ქართული პროდუქციის ღირებულბა 2004 წლიდან 2017 წლამდე, ყოველწლიურად აღემატება რუსეთში ექსპორტირებულ პროდუქციას. ბოლო ათ წელიწადში, 2007-2016 წლებში, ევროკავშირის ბაზარზე 4-ჯერ მეტი (3.3 მილიარდი დოლარით მეტი) ღირებულების პროდუქცია გავიტანეთ, ვიდრე რუსეთის ფედერაციაში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროკავშირის ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკაზე 12-ჯერ დიდია. ასევე, ევროკავშირში 3.5-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე რუსეთში. საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს (თუმცა, ქართული კვების პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე დაშვება თანდათანობით ხდება), რუსეთთან კი არა. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირის ბაზარი ქართულ პროდუქციისთვის გაცილებით სტრატეგიულია, ვიდრე რუსული ბაზარი. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირთან ვაჭრობის გაფართოებით, საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი.

ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებს შორის მე-3 ადგილზე თურქეთია 9%-იანი წილით (152 მილიონი დოლარით), ხოლო მე-4-ზე ჩინეთია 8%-ით (136 მილიონი დოლარი)

გრაფიკი: წილის საქართველოს ექსპორტში, 2017 წლის იანვარ-აგვისტოს მიხედვით

ევროკავშირი რუსეთი ქართული პროდუქცია ექსპორტი

წინა სტატია

მსოფლიოს 10 ქვეყანა განათლების და გადამზადების საუკეთესო შესაძლებლობებით
19 სექტემბერი, 2017

შემდეგი სტატია

საქართველო, ისტორიაში პირველად OGP-ის თავმჯდომარე გახდა
20 სექტემბერი, 2017
ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | სექ, 19, 2017
Forbes Georgia. 2017 წლის ოქტომბრის ნომერი
საქართველო | ოქტ, 06, 2017
განათლების ჯოკერი
ანტრეპრენიორები | აგვ, 31, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა