Nexia TA Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სატრანსფერო ფასწარმოქმნის შესახებ

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Nexia TA Georgia-მ 20-21 სექტემბერს მასშტაბური კონფერენცია და სემინარი გამართა სატრანსფერო ფასწარმოქნის პრინციპების შესახებ. ღონისძიებას კახა ბენდუქიძის საუნივერსტეტო კამპუსმა უმასპინძლა.

კონფერენციაში მონაწილეობას ნექსია თიეის ექსპერტებისა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების გარდა, Nexia International-ის წევრების, იტალიური და გერმანული ოფისების საერთაშორისო დაბეგვრისა და სატრანსფერო ფასწარმოქნის მიმართულების დირექტორი Gian Luca Nieddu და საგადასახადო პარტნიორი Benno Lange იღებდნენ. მოწვეულმა გამომსვლელებმა აუდიტორიას სატრანსფერო ფასწარმოქმნის შესახებ საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს და ამ მიმართულების თანამედროვე მიდგომებზე ისაუბრეს, ხოლო ნექსია თიეის ექსპერტებმა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოში ამ მხრივ არსებული მდგომარეობა და მომავალში დაგეგმილი ცვლილებები გააცნეს დამსწრე საზოგადოებას.

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში სატრანსფერო ფასწარმოქმნა ახალი რეგულირებაა და როგორც ზემოთხსენებულ კონფერენციაზე დამსწრე ქართული კომპანიების ფინანსური მიმართულების ხელმძღვანელებმა განაცხადეს აღნიშნული რეგულირება მათთვის დღემდე ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს, ამიტომაც ნექსია თიეის მიერ გამართული შეხვედრა დარგის სპეციალისტების მონაწილეობით მათ ყოველდღიურ საქმიანობას გაცილებით გაუმარტივებს - განაცხადა ნექსია თიეის მმართველმა პარტნიორმა, გელა მღებრიშვილმა.

ნექსია თიეის მიერ ორგანიზებული კონფერენცია სატრანსფერო ფასწარმოქნის შესახებ იყო ძალიან აქტუალური და დროული, ქართული ბაზრით საერთაშორისო კომპანიების მაღალი დაინტერესების ფონზე ადგილბრივ ბიზნესს სჭირდება მხარდაჭერა, რათა მომზადებული შეხვდეს ახალ რეგულაციებს და საერთაშორისო დაბეგვრის ახალ მექანიზმებს - აღნიშნა პსპ ფარმას ფინანსურმა დირექტორმა, ბატონმა გაიოზ ხამხაძემ. 

გარდა სატრანსფერო ფასწარმოქმნის და მისი მიდგომების განხილვისა, კონფერენციაზე ნექსია თიეის მიერ გამოცემული დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის შესახებ სამოქმედო გეგმის საინფორმაციო ბროშურის ქართული თარგმანის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც პირველია საქართველოში. ბროშურას კომპანია უსასყიდლოდ გაავრცელებს, რათა გადასახადის გადამხდელებს მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო დაბეგვრასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.

კონფერენციის მეორე დღეს გაიმართა სემინარი, ეგრეთ წოდებული „ვორქშოპი“, სადაც დამსწრე საზოგადოებას იტალიელმა და გერმანელმა ექსპერტებმა მენეჯერული მომსახურების, სასესხო ხელშეკრულების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა ქეისების მაგალითზე არსებული საერთაშორისო პრაქტიკა გააცნეს და მათთან ერთად დეტალურად განიხილეს პრობლემური საკითხები.

Nexia TA Georgia სატრანსფერო ფასწარმოქმნა კონფერენცია აუდიტი

წინა სტატია

BGEO Group announces changes to its Management Team
26 სექტემბერი, 2017

შემდეგი სტატია

რუმინეთში Forbes CEE Forum 2017 იმართება
26 სექტემბერი, 2017
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა