იანვარ-ივნისში საქართველომ ტურიზმიდან 1.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

იანვარ-ივნისში საქართველომ ტურიზმიდან 1.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის პირვალ ნახევარში (იანვარ-ივნისში) საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 1.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 225 მილიონი დოლარით (26%-ით) მეტია 2016 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალზე. 2016 წელს საქართველომ ტურიზმიდან 2.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, 2017 წელს წლიური შემოსავალი დაახლოებით 500 მილიონი დოლარით გაიზრდება და 2.7 მილიარდ დოლარს გაუტოლდება.

ტურიზმიდან შემოსავლების ზრდის პარალელურად საქართველოდან საზღვარგერეთ ტურისტული მიზნით დახარჯული თანხებიც შემცირდა. 2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ტურისტული დანახარჯები 179 მილიონი დოლარი იყო, რაც 7 მილიონი დოლარით ნაკლებია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გრაფიკი: საქართველოს შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან, იანვარ-ივნისი, მილიონი აშშ დოლარი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *