მოგზაურობის და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 70-ე ადგილზეა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შემუშავებულ მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის ინდექსში საქართველო 70-ე ადგილზეა 3.70 ქულით. 2015 წელს საქართველო 71-ე ადგილზე იყო 3.68 ქულით (ინდექსი 2 წელიწადში ერთხელ ქვეყნედება). მაქსიმალური ქულა - 7 არც ერთ ქვეყანას აქვს, მაგრამ ყველაზე მაღალი ქულა აქვს ესპანეთს - 5.43 და ის სიის ლიდერია. მეორე ადგილზე საფრანგეთია, ხოლო მესამეზე გერმანია. კვლევა 136 ქვეყანას მოიცავს და ბოლო ადგილს იემენი იკავებს. ინდექსში საქართველოს მეზობლები იამაიკა და აზერბაიჯანია.

ინდექსი 14 კონპონენტისგან შედგება, რომლებიც აფასებენ ქვეყნის ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და კულტურულ შესაძლებლობებს. საქართველოს ყველაზე მაღალი - 6.1 ქულა ჯანმრთელი გარემოს (ეპიდემიების გავრცლების დონე და სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა) მხრივ აქვს. ასევე, მაღალი ქულა (6.0 ქულა) აქვს უსაფრთხოების მხრივ. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა (1.6 ქულა) აქვს კულტურული რესურსების და ბიზნეს ტურიზმის მხრივ და საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის მხრივ (2.2 ქულა).

ტურიზმი მოგზაურობა მოგზაურობის და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსი

წინა სტატია

Countries to which money is mainly transferred from Georgia
04 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

ბრიტანული ინვესტიციების პერსპექტივა საქართველოში
04 ოქტომბერი, 2017
ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | სექ, 19, 2017
Forbes Georgia. 2017 წლის ოქტომბრის ნომერი
საქართველო | ოქტ, 06, 2017
განათლების ჯოკერი
ანტრეპრენიორები | აგვ, 31, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა