8 თვეში ლარი დოლართან მიმართებით 8,2%-ით გამყარდა

2016 წელს ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 10.4 პროცენტით გაუფასურდა. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ გაუფასურება გამოწვეულია ერთის მხრივ აშშ დოლარის გამყარებით, ხოლო მეორე მხრივ რუსეთში და რუსეთის ეკონომიკასთან მჭიდროდ დაკავშირებული ეკონომიკების ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისით. აღნიშნულ პერიოდში ლარი ევროსთან მიმართებაში 6.9 პროცენტით გაუფასურდა.

ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რაც წარმოადგენს ლარის საშუალო კურსს, სავაჭრო პარტნიორების კურსებთან მიმართებაში, გაუფასურდა 3.7 პროცენტით. 2017 წლის რვა თვეში ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 8.2 პროცენტით გამყარდა და 2.43 ლარი შეადგინა ერთ აშშ დოლარზე, ხოლო ლარის ევროსთან გაუფასურებამ 3.1% შეადგინა. ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რაც წარმოადგენს ლარის საშუალო კურსს სავაჭრო პარტნიორების კურსთან, გამყარდა 2.7 პროცენტით.

ლარი ლარის კურსი დოლარი ეროვნული ბანკი

წინა სტატია

Forbes Georgia. 2017 წლის ოქტომბრის ნომერი
06 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

სექტემბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 112 მილიონი დოლარით გაიზარდა
06 ოქტომბერი, 2017
ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | სექ, 19, 2017
Forbes Georgia. 2017 წლის ოქტომბრის ნომერი
საქართველო | ოქტ, 06, 2017
განათლების ჯოკერი
ანტრეპრენიორები | აგვ, 31, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა