სექტემბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 112 მილიონი დოლარით გაიზარდა

სექტემბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 112 მილიონი დოლარით გაიზარდა

2017 წლის სექტემბერში, წინა თვესთან, აგვისტოსთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 112 მილიონი დოლარით (4.1%-ით) გაიზარდა.

ბოლო ერთ წელიწადში უცხოური ვალუტის რეზერვები 166 მილიონი დოლარით (6.3%-ით) არის გაზრდილი. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით, სავალუტო რეზერვები 66 მილიონი დოლარით (2.3%-ით) არის შემცირებული.

2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 1.983 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 738 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *