სუამ-ის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონა შეიქმნება

სუამ-ის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონა შეიქმნება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თავისუფალ სავაჭრო ზონასთან დაკავშირებული საიმპლემენტაციო შეთანხმებების გაფორმებაზე მუშაობა და წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება პროცესის დასრულდება. 

"სუამ-ის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებების კიდევ უფრო გააქტიურებას ახალი ბიძგი მიეცა" - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სუამ-ის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ორგანიზაციის ფარგლებში მიღწეულია მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას ეხება. 

"ეს იქნება მნიშვნელოვანი არამხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის, არამედ ეს იქნება მნიშვნელოვანი ასევე სატრანსპორტო კორიდორის შემდგომი გაძლიერებისა და გააქტიურებისთვის", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალური სხდომის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთობლივ კომუნიკეს. სხდომა სუამის დაფუძნებიდან მე-20 წლისთავს ეძღვნებოდა. 2017 წელს საქართველო სუამის თავმჯდომარე ქვეყანაა.

სუამი თავისუფალი სავაჭრო ზონა მიხეილ ჯანელიძე

წინა სტატია

ლადო გურგენიძე 4Finance-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა
09 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

ინვესტორთა საბჭოს რეკომენდაციები მიწის შესახებ კანონზე
09 ოქტომბერი, 2017
გლობალური ქსელის თბილისელი შვილობილი
Forbes Woman | ივნ, 28, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
ახალი სტანდარტი
ინტერვიუ | ივნ, 20, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა