თბილისის ღია უნივერსიტეტის ახალი კამპუსი ოფიციალურად გაიხსნა

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტმა ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული კამპუსი ოფიციალურად გახსნა. უახლესი ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო რესურსით აღჭურვილი  შენობა გამოცდილი არქიტექტორების მიერ ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით დაპროექტდა. 15 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ნაგებობა ორ საკონფერენიო დარბაზს, თანამედროვე ბიბლიოთეკას, სამეცნიერო ლაბორატორიებსა და სტუდენტურ სივრცეებს მოიცავს; აღჭურვილია უსაფრთხოების სიტემებით და სრულადაა ადაპტირებულია უნარშეზღუდული პირებისთვის.

თბილისის ღია უნივერსიტეტის ახალი კამპუსი TOU-ს  თანამშრომლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გახსნეს. ცერემონიას მთავრობის ვიცეპრემიერი - განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ქალაქის მერი დავით ნარმანია და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ჯაში დაესწრნენ.

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში 15 წელზე მეტია ფუნქციონირებს და 20-მდე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამას ახორციელებს; ასევე პროგრამებს პროფესიული განათლების მიმართულებით. უნივერსიტეტს 2000-მდე სტუდენტი ჰყავს, მათ შორის, უცხოელი სტუდენტები ინგლისურენოვან პროგრამებზე. 

თბილისის ღია უნივერსიტეტი TOU კამპუსი

წინა სტატია

"მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი მაჩვენებელი", - ქარის სადგურმა ენერგიის 53% აითვისა
10 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა იზრდება
10 ოქტომბერი, 2017
ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | სექ, 19, 2017
Forbes Georgia. 2017 წლის ოქტომბრის ნომერი
საქართველო | ოქტ, 06, 2017
განათლების ჯოკერი
ანტრეპრენიორები | აგვ, 31, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა