ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში

ISET-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. ISET წლის მესამე და მეოთხე კვარტალში მშპ-ს 5,9%-იან ზრდას პროგნოზირებს. ზაფხულში კი პროგნოზი 6%-ს აჭარბებდა.  

ამასთან ISET წლიურად საქართველოს ეკონომიკის 5,3%-იან ზდას ვარაუდობს. დადებითი მოლოდინის  მიზეზად, საერთაშაროსი საფინანსო ინსტიტუტების მიერ საქართველოსთვს გაზრდილი პროგნოზი სახელდება: 

ასე მაგალითად ADB-იმ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წელს 4,2%-მდე გაზარდა, ხოლო IMF-მა კი 4,3%-მდე. ADB-ის გაზრდილი პროგნოზის მიზეზებს შორის დასახელდა გაზრდილი ხარჯები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტურისტების დინამიკა, გაზრდილი გადმორიცხვები და ექსპორტის სტატისტიკა.  

ამასთან ISET აღნიშნავს, რომ ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად იმოქმედა საგარეო ვაჭრობის სტატისტიკამ. მეორე კვარტალში ეკონომიკური ვითარება რეგიონში გამოცოცხლდა. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ეკონომიკის შემცირებას მხოლოდ აზერბაიჯანი განიცდის. 

2017 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდა რეგიონის ქვეყნებში შემდეგი იყო:  

სომხეთი: 5,5%

აზერბაიჯანი: -0,9%

საქართველო: 4,7%

რუსეთი:  2,5%

თურქეთი: 1,3%

ISET აღნიშნავს, რომ არასაბანკო დეპოზიტებში დოლარიზაციის მაჩვენებელი წლიურად შემცირებულია, რასაც მცირე, მაგრამ პოზიტიური გავლენა აქვს მშპ-ზე. 

ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკური ზრდის ტემპი ISET

წინა სტატია

მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრილი ყველაზე პატარა ქვეყნების TOP-10
11 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

წლის საუკეთესო დამსაქმებლები
11 ოქტომბერი, 2017
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
ახალი საფეხური სამშენებლო დეველოპმენტში
კომპანიები | ნოე, 21, 2017
ხარისხის, მდგრადი განვითარებისა და ფუფუნების სინთეზი
კომპანიები | ნოე, 14, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა