წლის საუკეთესო დამსაქმებლები

Forbes წლის საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიების სიას აქვეყნებს. 72 000 დასაქმებულით Google-ის დედა კომპანია Alphabet პირველ ადგილს იკავებს. კომპანიამ გასული წელი $19.3  მილიარდიანი მოგებით დაასრულა, მისმა გაყიდვებმა კი $98.9 მილიარდი შეადგინა.  

რეიტინგში მეორე ადგილს Microsoft იკავებს, ხოლო მესამეს კი Japan Exchange Group. სიის პირველი ათეულიდან 6 კომპანია ამერიკულია: Alphabet, Microsoft, Apple, Noble Energy, Williams და IBM. 

Microsoft  წელს Forbes-ის უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების სიაში მესამე ადგილს იკავებს. მისი მოგება გამოცემას $21.2  მილიარდად აქვს შეფასებული, გაყიდვები კი წლიურად $89 მილიარდად.  

საუკეთესო დამსაქმებლების გამოსავლენად 36 000 რეკომენდაცია გაანალიზდა. უფასო სადილი, დასასვენებელი ოთახები ოფისში და ანაზღაურებადი შვებლება, - გამოცემამ რეიტინგის შედგენისას ამ და სხვა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა. რესპოდენტებს სთხოვეს შეეფასებინათ როგორც საკუთარი დასაქმებული ასევე გამოეხატათ პოზიცია გაუწევდნენ თუ არა საკუტარ ახლობელს რეკოემნდაციას მასთან მუშაობისთვის. 

საუკეთესო დამსაქმებელ კომპანიებში Apple მეოთხე ადგილს იკავებს, ათეულს LG Corp ხურავს. მეცამეტე ადგილზეა Siemens, ხოლო Volkswagen Group კი მეთხუთმეტეზე. სიაში 29-ე ადგილზეა Johnson & Johnson, Coca-Cola 35-ზე, ხოლო Walt Disney 39-ზე.  

Amazon სიაში 45-ე ადგილზეა, Facebook კი 70-ზე. 

დამსაქმებელი კომპანიები ფორბსის რეიტინგი Alphabet Google

წინა სტატია

ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში
11 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

Fitch has granted rating to Energo-Pro Georgia
11 ოქტომბერი, 2017
ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | სექ, 19, 2017
Forbes Georgia. 2017 წლის ოქტომბრის ნომერი
საქართველო | ოქტ, 06, 2017
განათლების ჯოკერი
ანტრეპრენიორები | აგვ, 31, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა