უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის დინამიკა საქართველოში

აგვისტოს თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 41.7%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 80 033 ერთეული შეადგინა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით,  წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 9.9%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (26.5%-ით), ისე მეორადი (2.6%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.  

აგვისტოში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 28 106 ერთეული შეადგინა, საიდანაც 21 546 ერთეული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა. მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ კი 51 927 ერთეული შეადგინა, საიდანაც 11 151 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 5 403 - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია (რეგისტრაციის გაუქმება). 

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში სარეგისტრაციო ტრანზაქციების მოცულობა თბილისში (-7.4%) და ქუთაისში შემცირდა (-8.7%). ზრდა ყველაზე მაღალი საჩხერეში იყო (624.9%).  

უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციებს ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, ყველაზე დიდი აქტივობა ტრადიციულად თბილისში ფიქსირდება, ტოპ ათეული კი შემდეგია:

უძრავი ქონება სარეგისტრაციო ტრანზაქციები საჯარო რეესტრი

წინა სტატია

ბიტკოინის ახალი რეკორდი: $5,200
12 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

Witnessing Forbes’ 100 Years of History
13 ოქტომბერი, 2017
გლობალური ქსელის თბილისელი შვილობილი
Forbes Woman | ივნ, 28, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
ახალი სტანდარტი
ინტერვიუ | ივნ, 20, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა