iPhone 5s-ი მსოფლიო ბაზრის ლიდერია

Counterpoint Technology Market Research-მა 3 აპრილს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც თებერვალში მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოდ გაყიდვადი სმარტფონებია iPhone 5s და 5c.

iPhone 5s-ი, გაყიდვების რაოდენობით, უკვე 6 თვეა ლიდერობს, ანუ მას მერე, რაც გაყიდვაში გამოვიდა. მესამე და მეოთხე ადგილებზე Samsung-ის მოდელებია - Galaxy S4 და Note 3, ხოლო მეხუთეზე iPhone 4S. საერთოდ თებერვლის ხუთეული ზუსტად ემთხვევა იანვრისას, ცვლილებები არ არის.

ათეულში, Apple-ის და Samsung-ის მოდელების გარდა, მხოლოდ ჩინური Xiaomi-ის სმარტფონებმა შეაღწიეს - Xiaomi The Hongmi Redrice მე-7-ე ადგილზეა (ერთი ადგილით დაქვეითდა იანვართან შედარებით), ხოლო Xiaomi MI 3 - მეათეზე. საინტერესოა, რომ Xiaomi-ის ორივე სმარტფონი ძირითადად მხოლოდ ჩინეთში იყიდება და მცირე რაოდენობით გადის მეზობელ ქვეყნებში, თუმცა ეს საკმარისი გახდა ათეულში მოსახვედრად.

მარტსა და აპრილში ბაზარზე ახალი Galaxy S5 გამოჩნდება, ასევე მოსალოდნელია iPhone 5c-ის გაიაფება, რაც Counterpoint Research-ის მკვლევართა აზრით, ათეულში გარკვეულ გადაადგილებებს გამოიწვევს,

წინა სტატია

მნიშვნელოვანი ცვლილება Google Plus-ის მომხმარებლებისთვის
02 აპრილი, 2014

შემდეგი სტატია

NobletMedia CIS: საქართველოს შეძლებულ მომხმარებელთა ნდობის დონე
04 აპრილი, 2014
ნინო ზამბახიძის სიტყვა თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრისას
ახალი ამბები ქართულად | თებ, 08, 2019
საქართველოს ბანკმა ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა
საქართველო | იან, 28, 2019
ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია
ახალი ამბები ქართულად | თებ, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა