NobletMedia CIS: საქართველოს შეძლებულ მომხმარებელთა ნდობის დონე

PR კომპანიის "NobletMedia CIS" მიერ ჩატარებული კვლევის NobletMedia CIS PR&Communications Guide 2013’ შედეგად გამოვლინდა საქართველოს შეძლებულ მომხმარებელთა ნდობის დონე

28 მარტს, კომპანიებმა PR/Digital network NobletMedia CIS და GfK Ukraine, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ეგიდით  წარმოადგინეს ჩატარებული კვლევის შედეგები სახელწოდებით ‘NobletMedia CIS PR & Communications Guide 2013’, რომელიც მიეძღვნა შეძლებულ მომხმარებელთა ნდობის დონის შესწავლას საქართველოში.

2013 წლის შემოდგომაზე საქართველოში პირველად ჩატარდა კვლევა სახელწოდებით – ‘NobletMedia CIS PR & Communications Guide 2013’. 2009 წლიდან მოყოლებული, კომპანია NobletMedia CIS, აღნიშნულ კვლევას ყოველწლიურად ატარებს უკრაინაში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. კვლევის მიზანს წარმოადგენს შეძლებულ მომხმარებელთა ნდობის დონის დადგენა სხვადასხვა ინსტიტუციისა (ბიზნეს და სამთავრობო ორგანიზაციები) და ასევე, კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმისა და არხის მიმართ, ისევე როგორც მომხმარებელთა ნდობის გავლენის დადგენა მათ ქცევაზე.  კვლევა ეფუძნება "ედელმანის ნდობის ბარომეტრს" (‘Edelman Trust Barometer’).

NobletMedia CIS PR & Communications Guide 2013’ კვლევის მიხედვით, ქართველი მომხმარებელი საკმაოდ მიმნდობი აღმოჩნდა – გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა (60%) აღნიშნა, რომ სანდო წყაროსაგან ინფორმაციის თუნდაც ერთხელ მოსმენა/მიღება საკმარისი იქნებოდა ინფორმაციის დასაჯერებლად. რესპონდენტთა ერთ მესამედს ერთი და იმავე ინფორმაციის მოსმენა ორ–სამჯერ ესაჭიროება მისი საბოლო რწმუნებისათვის. კომპანიისა და მისი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის შეტყობის ყველაზე სანდო წყაროდ დასახელდა მეგობრები, მეცნიერები, დარგის პროფესიონალები და იმავე სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები.  ყველაზე პოპულარულ და ხშირად გამოყენებულ ინფორმაციის წყაროდ საქართველოში დასახელდა ტელევიზია (მას გამოკითხულთა 24% იყენებს ყველაზე ხშირად). მას მოყვება ფორუმები, ბლოგები და სოციალური ქსელები (16%) და ინტერნეტ პორტალებზე განთავსებული ახალი ამბები (12%). ბიზნეს და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, შეძლებულ მომხმარებელთა შედარებითი უმრავლესობა (30%) მიდრეკილია ენდოს ბიზნესის წარმომადგენლებს.

NobletMedia CIS PR & Communications Guide 2013’ კვლევის შედეგებმა გამოავლინა საქართველოს მომხმარებელთა ჩვევებისა და ქცევების ზოგიერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია. ჩვენ გვჯერა, რომ მოსახლეობის მიერ ყველაზე სანდოდ დასახელებული ინფორმაციის წყაროს, კომუნიკაციის ფორმებისა და არხების დადგენა დაეხმარება საქართველოში მოქმედ პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტებს მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები და დაგეგმონ და წარმართონ ეფექტური და შედეგიანი კამპანიები", – აღნიშნავს კომპანიის NobletMedia CIS რეგიონალური დირექტორი ანა შევჩენკო.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

საქართველოს შეძლებული მომხმარებლების მიერ ყველაზე სანდოდ დასახელდა ტელეკომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების სექტორში მოღვაწე კომპანიები

ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწე კომპანიები მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობენ საქართველოს მომხმარებელთა შორის სანდოობის მხრივ და ფლობენ პირველ ადგილს  (გამოკითხულთა 69%). რესპონდენტთა ნახევარზე მეტი ენდობა კომპანიებს, რომლებიც ტექნოლოგიებისა და სამოსის/ფეხსაცმლის წარმოების სფეროებში მოღვაწეობენ (55% და 51% შესაბამისი თანმიმდევრობით). ნდობის ყველაზე დაბალი დონე გამოვლინდა ალკოჰოლური, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიათა და ასევე სამშენებლო და სამრეწველო კომპანიების მიმართ.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR), თითქმის, ყველა თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს ფაქტორად დასახელდა

საქართველოს მომხმარებელთა მიერ, თანამშრომელთა მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება დასახელდა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ (94%), შემდგომ აღინიშნა იმ ტერიტორიის მოვლა/პატრონობა, სადაც განთავსებულია კომპანია (93%) და ასევე, გარემოზე ნეგატიური გავლენის შემცირების მიზნით, კომპანიის მიერ პროდუქტის გაუმჯობესება ან წარმოების მეთოდების შეცვლა (91%). კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტორად დასახელდა კომპანიის მიერ სოციალური თუ სხვა მნიშვნელობის მქონე პროექტების დაფინანსება (86%).

საერთაშორისო ორგანიზაციათა შორის "წითელი ჯვარი" ყველაზე მაღალი, ხოლო დსთ ყველაზე დაბალი ნდობით სარგებლობს

საქართველოს შეძლებული მომხმარებლები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ყველაზე მეტად ენდობიან "წითელ ჯვარს" (74%) და ყველაზე ნაკლებად დსთ–ს (12%). გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ენდობა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა (NATO) და ევროკავშირს (EU) (54% და 52% შესაბამისი თანმიმდევრობით); ხოლო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი თითქმის ერთნაირი დონის ნდობით სარგებლობენ ქართველ მომხმარებელთა შორის (49%, 49% და 47% შესაბამისი თანმიმდევრობით).

ინფორმაციის ყველაზე სანდო წყაროდ დასახელდა მეგობრები

კომპანიის შესახებ ყველაზე სანდო ინფორმაციის წყაროდ გამოვლინდა: მეგობრები (68%), მეცნიერები (64), მსგავსი პროფესიის ან სამუშაო სფეროს

წარმომადგენლები (57%) და იმავე სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები (53%). ოფიციალური პირები და მთავრობის წარმომადგენლები ყველაზე ნაკლები ნდობით სარგებლობენ და მათ გამოკითხულთა მხოლოდ  7% ენდობა.

მთავარი თემები, რომელთაც საქართველოს შეძლებული მომხმარებლები თავისუფლად განიხილავენ ინტერნეტში: ტერიტორიული კონფლიქტები, ბავშვთა აღზრდა და განათლება და ჯანმრთელობის/ჰიგიენის საკითხები

ყველაზე პოპულარული თემები, რომელთა ინტერნეტში განხილვისთვისაც საქართველოს მომხმარებლები მზად არიან: ტერიტორიული კონფლიქტები (36%), ბავშვთა აზრდა და განათლება (35%), ისევე როგორც ჯანმრთელობისა და სილამაზის/პირადი ჰიგიენის საკითხები (31%). რესპონდენტთა მეხუთედმა (22%) განაცხადა, რომ არაფერს არ განიხილავს ინტერნეტით. ქალები უფრო გულახდილები აღმოჩნდნენ ბავშვის აღზრდისა და განათლების საკითხების განხილვაში (ქალების 36% – კაცების 22%–ის წინააღმდეგ). კაცები უფრო აქტიურობენ ისეთი საკითხების განხილვისას, როგორიცაა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ინტეგრაცია (მამაკაცების 20% – ქალების 8%–თან შედარებით), საავტომობილო საცობები და მძღოლთა ქცევები (კაცების 17%  – ქალების 7%–თან შედარებით).

მოკლე ინფორმაცია NobletMedia CIS PR & Communications Guide კვლევის შესახებ

NobletMedia CIS PR & Communications Guide პირველი სპეციალიზებული კვლევაა პიარისა და კომუნიკაციების სფეროში, რომელიც დსთ–ს ქვეყნებსა და საქართველოში ჩატარდა. კვლევა იძიებს შეძლებულ მომხმარებელთა ნდობის დონეს და პასუხობს მრავალ მნიშვნელოვან შეკითხვას კომუნიკაციების სფეროდან: მომხმარებელთა ნდობის დონე ინსტიტუციების მიმართ (ბიზნეს და სამთავრობო ორგანიზაციები), ასევე, მათი ნდობა კომუნიკაციის ფორმებისა და არხების მიმართ, ისევე როგორც ნდობის გავლენა მომხმარებელთა ქცევაზე. კვლევა ეფუძნება "ედელმანის ნდობის ბარომეტრის" (“Edelman Trust Barometer”) პრინციპებს.

მოკლე ინფორმაცია პიარ კომპანია NobletMedia CIS შესახებ

NobletMedia CIS PR & digital network პიარ კომპანია დაფუძნდა უკრაინის დედაქალაქ კიევში 2004 წელს. ოთხი წლის შემდეგ, 2008 წელს, კომპანიამ გააფართოვა საქმიანობის მასშტაბი და დსთ–ს ამჟამინდელ და ყოფილ ქვეყნებში დაიწყო მოღვაწეობა. ამჟამად, NobletMedia CIS კლიენტებს სთავაზობს პიარ სერვისების სრულ პაკეტს თავისი უნიკალური ქსელის მეშვეობით უკრაინაში, საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, სომხეთსა და მოლდოვაში. კომპანიის სათავო ოფისი კიევშია განთავსებული. NobletMedia CIS მრავალი საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის წევრია და ასევე, მსოფლიოს უმსხვილესი დამოუკიდებელი PR კომპანიის - "ედელმანის" (Edelman) პარტნიორი და შვილობილი კომპანიაა.

წინა სტატია

iPhone 5s-ი მსოფლიო ბაზრის ლიდერია
03 აპრილი, 2014

შემდეგი სტატია

Forbes Life Georgia. აპრილის ნომერი
08 აპრილი, 2014
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
ქებურიების ამბასადორიალი
კომპანიები | აგვ, 03, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა