რომელი ქვეყნების მოსახლეობის შემოსავლები იზრდება ყველაზე მეტად

ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლის დონეს გამოხატავს წლის განმავლობაში ერთი მოსახლის მიერ მიღებული საშუალო შემოსავალი. ერთ მოსახლეზე შემოსავალს სხვადასხვა ინდიკატორებით ზომავენ და ყველა ამ ინდიკატორს თავისი გამოყენების არეალი აქვს. როდესაც ერთ მოსახლეზე შემოსავალს ვზომავთ იმ მიზნით, რომ შემდეგ სხვადასხვა ქვეყნების მაჩვენებლები ერთმანეთს შევადაროთ, ამ დროს მსყიდველობითი უნარის პარიტეტით (PPP) დათვლილი ერთ მოსახლეზე შემოსავალის გამოყენებაა ყველაზე გამართლებული. მსყიდველობითი უნარის პარიტეტი გამორიცხავს ქვეყნებს შორის ფასების დონის სხვაობა. კეთდება დაშვება, რომ 1 აშშ დოლარს ყველა ქვეყანაში თანაბარი მსყიდველობითი უნარი აქვს.

მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, 2017 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი ყველაზე მეტად ლიბიაში გაიზრდება - 3 524 დოლარით (განპირობებულია შიდა არეულობის შემდეგ მშვიდობის დამყარებით). შემდეგ მოდის ლუქსემბურგი - 3 450 დოლარით და შემდეგ ირლანდია - 3 357 დოლარით. ცხრილში მოცემული 10 ქვეყნიდან, 9 მაღალშემოსავლიანი ქვეყანაა. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ეკონომიკა პროცენტულად სწრაფად აღარ იზრდება, უკვე დაფიქსირებული მაღალი შემოსავლების საბაზისო ეფექტის და მოსახლეობის კლების (ან დაბალი ტემპით ზრდის) გამო, ერთ მოსახლეზე რეალური შემოსავალი ამ ქვეყნებში უფრო მეტად იზრდება, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში.

2017 წელს შემოსავალი ყველაზე მეტად ეკვატორულ გვინეაში შემცირდება - 3 120 დოლარით, შემდეგ მოდის ქუვეითი - 2 208 და ვენესუელა - 1 628 დოლარით.

ცხრილი: ერთ მოსახლეზე შემოსავალი 2016-2017 წლებში და შემოსავლის ზრდა, (PPP) აშშ დოლარი

 

ქვეყანა

2016

2017

ზრდა

1

ლიბია

6,268

9,792

3,524

2

ლუქსემბურგი

105,741

109,192

3,450

3

ირლანდია

69,276

72,632

3,357

4

ისლანდია

49,123

52,150

3,027

5

სინგაპური

87,832

90,531

2,699

6

მალტა

39,878

42,532

2,653

7

ჰონგ კონგი

58,377

61,016

2,639

8

ნიდერლანდები

51,249

53,582

2,333

9

ლიტვა

29,972

31,935

1,963

10

აშშ

57,608

59,495

1,888

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

შემოსავლები PPP საერთაშორისო სავალუტო ფონდი ლიბია

წინა სტატია

თბილისის დიდი ეკონომიკა
17 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

საქართველოს პოზიცია მსოფლიოში განათლების ხარისხით
17 ოქტომბერი, 2017
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
გლობალური ქსელის თბილისელი შვილობილი
Forbes Woman | ივნ, 28, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა