ფულადი გზავნილების სისტემების სტატისტიკა საქართველოში

სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 124.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 306.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.2 პროცენტით (24.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.0 მლნ აშშ დოლარი (46.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.3 მლნ აშშ დოლარისა (35.4 მლნ ლარისა) გასული წლის სექტემბერში. 

აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის, - სექტემბერში საქართველოდან რუსეთში 7,8 მლნ დოლარი გადაირიცხა. ამასთან, სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 40,7 მლნ დოლარი გადმოირიცხა. 

2 მლნ გადაირიცხა საქართველოდან უკრაინაში, ამავე პერიოდში საქართველოში უკრაინიდან 2,2 მლნ დოლარი გადმოირიცხა. 1,6 მლნ გადაირიცხა საქართველოდან თურქეთში, ხოლო 1,1 მლნ დოლარი. 

საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობა გადარიცხვათა სისტემების მიხედვით შემდეგია: 

Zolotaya Korona - $31,4 მლნ - მთლიანი მოცულობის 25,4%

Western Union - $22,6 მლნ - მთლიანი მოცულობის 18,2%

Unistream - $16,4 მლნ - მთლიანი მოცულობის 13,2%

Intel Express - $12,4 მლნ - მთლიანი მოცულობის 10,0%

Contact - $5,2 მლნ - მთლიანი მოცულობის 4,2%

Money Gram - $13,9 მლნ - მთლიანი მოცულობის 11,2%

RIA - $15,7 მლნ - მთლიანი მოცულობის 12,7%

Rico Gram – $3,5 მლნ - მთლიანი მოცულობის 2,8% 

საქართველოდან გადარიცხული თანხის უმეტესობაც Zolotaia Korona-ზე მოდის, - კერძოდ, მთლიანი მოცულობის 39% , ანუ7,5 მლნ დოლარი. გადარიცხული თანხის 27% მოდის Western Union-ზე, ანუ 5,2 მლნ დოლარი. Unistream-ზე მთლიანი მოცულობის 13,9% მოდის, ანუ 2,6 მლნ დოლარი. 

ფულადი გზავნილები ფულადი გზავნილების სისტემები Zolotaya Korona Western Union

წინა სტატია

საქართველოს პოზიცია მსოფლიოში განათლების ხარისხით
17 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ლიდერების ათეული
17 ოქტომბერი, 2017
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა