ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიმდინარე წლის პირველი ნახევრის (პირველი 2 კვარტლის) ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ბანკების მოგება-ზარალის უწყისებიდან ირკვევა, რომ წლის პირველ ნახევარში ყველაზე დიდი წმინდა მოგება - 208.4 მლნ ლარი "საქართველოს ბანკს" ჰქონდა, რაც 84.3%-ით მეტია 2016 წლის პირველი ნახევრის მოგებაზე. მეორე ადგილზე "თიბისი ბანკია" 149.5 მლნ ლარით, რაც 61.8%-ით მეტია წინა წლის პირველი ნახევრის მოგებაზე. მესამეზე "ლიბერთი ბანკია" 20.2 მლნ ლარით.

წმინდა მოგების ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა "ხალიკ ბანკი“, რომლის მოგებაც 175.6%-ით გაიზარდა და 7.2 მლნ ლარი შეადგინა. შემდეგ მოდის „ტერაბანკი“, რომლის მოგება 155.7%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად "იშ ბანკის" მოგება შემცირდა - 157%-ით. ის ერთადერთი ბანკია, რომელმაც წლის პირველი ნახევარი ზარალით დაასრულა.

წლის პირველ ნახევარში ყველა ბანკმა ერთად 448 მლნ ლარის (54%-ით მეტი) წმინდა მოგება ნახა, რომლის 80% ორ მსხვილ ბანკზე მოდის.

 

 

ბანკის დასახელება

წმინდა მოგების ცვლილება 2016 წლის პირველ ნახევართან შედარებით

1

ხალიკ ბანკი

175.6%

2

ტერაბანკი

155.7%

3

სილქ როუდ ბანკი

117.0%

4

საქართველოს ბანკი

84.3%

5

ვითიბი ბანკი ჯორჯია

76.8%

6

თიბისი ბანკი

61.8%

7

ლიბერთი ბანკი

58.2%

8

ბაზისბანკი

11.6%

9

ბანკი ქართუ

-37.0%

10

პაშა ბანკი

-43.7%

11

პროკრედიტ ბანკი

-48.0%

12

ზირაათ ბანკი

-60.4%

13

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი

-72.0%

14

ფინკა ბანკი

-75.0%

15

იშ ბანკი

-157.0%

16

კრედო ბანკი

*ბანკი არის 2017 წლიდან

 

კომერციული ბანკების მოგება ბანკები ეროვნული ბანკი საქართველოს ბანკი

წინა სტატია

GHG-იმ საერთაშორისო ბრენდი შეიძინა
23 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

რუს მილიარდერს მონაკოში ბრალი წაუყენეს
23 ოქტომბერი, 2017
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | აპრ, 15, 2019
ქართული ბიზნესი ნოტრ-დამის აღდგენაში გეგმავს მონაწილეობას
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 16, 2019
კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა