ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7 პროცენტზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 25 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთი (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი) არ შეცვალა და 7.0%-ზე დატოვა. 2016 წლის აპრილიდან სებ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ამცირებდა და 8%-დან 6.50%-მდე შეამცირა, თუმცა, ინფლაციის გაზრდილი დონის გამო, მიმდინარე წლის იანვრიდან ზრდა დაიწყო და თანდათანობით 7.0%-მდე გაზარდა. 2017 მაისიდან კი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი აღარ შეცვლილა.

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ნიშნავს ნაკლებ ხელშეწყობას ეკონომიკურ ზრდაზე და ლარში გაცემული სესხების ნაწილის გაძვირებას. ეროვნულო ბანკი გამკაცრებულ პოლიტიკას ინარჩუნებს, რადგან ბოლო ერთ წელიწადში ინფლაციის დონე მოსალოდნელ ნიშნულზე (4%) მეტად გაიზარდა და 6.2%-ია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მესამე კვარტალის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი პროგნოზირებულთან შედარებით მცირედით დაბალი იყო. არსებული პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება და მომავალი წლის დასაწყისში, დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, სამპროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა  პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება გადაწყვიტა. თუკი არ წარმოიშვება დამატებითი შოკები, საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 13 დეკემბერს გაიმართება.

ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთი მონეტარული პოლიტიკა

წინა სტატია

The World Bank Has Increased Georgia’s Economic Growth Forecast
24 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

იმპერატორის ახალი მონეტები
25 ოქტომბერი, 2017
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა