საბანკო სესხების დოლარიზაცია 57.4 პროცენტამდე შემცირდა

2017 წლის სექტემბერში, წინა თვესთან (აგვისტოსთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 378 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 1 მლნ დოლარით გაიზარდა.

ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 2.4 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 100 მლნ დოლარით. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 57.4%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 63.4% იყო.

სექტემბერში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 15 მლნ ლარით შემცირდა და 415 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2.1%-ია, რაც მაღალი მაჩვენებელი არ არის. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის პირველ ოქტომბერს 2.2% იყო.

2017 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 0.8% პუნქტით შემცირდა და 16.6% შეადგინა. ლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 1.7% პუნქტით შემცირდა და 20.4%-ის დონეზე განისაზღვრა, ხოლო უხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი სექტემბერში განაკვეთი 0.1% პუნქტით შემცირდა და 8.4% შეადგინა.

საბანკო სესხები დოლარიზაცია ვადაგადაცილებული სესხები საპროცენტო განაკვეთი

წინა სტატია

ტელეკომპანიები ყველაზე მოცულობითი სამთავრობო რეკლამით
25 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტები
26 ოქტომბერი, 2017
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა