ბიძინა ივანიშვილის ქონება გაიზარდა

ბიძინა ივანიშვილის ქონება გაიზარდა

გამოცემა Bloomberg-ს ბიძინა ივანიშვილის ქონება $5,72 მილიარდ დოლარად აქვს შეფასებული. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ყოფილი პრემიერი პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 305-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება წლიურად $275 მილიონით გაიზარდა.

გამოცემის ინფორმაციით, $5,7 მილიარდით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ფლობს, შესაძლებელია 4,52 მილიონი ტროას უნცია ოქროს და 96.3 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის შეძენა.

ბიძინა ივანიშვილის ქონება ამერიკის შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0308%-ს შეადგენს. მისი ქონება მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონების 0.11%-ია. ის ასევე ტოლია ამერიკის ტოპ-200 აღმასრულებელი დირექტორის მიერ ჯამში მიღებული კომპენსაციის 91%-ის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *