“ალიანს ჯგუფი“ European Property Awards-მა ორ ნომინაციაში დააჯილდოვა

European Property Awards 2017-2018 დაჯილდოებაზე, რომელიც დარგის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა რეგიონის მასშტაბით, კომპანია “ალიანს ჯგუფი” ორ კატეგორიაში დაჯილდოვდა: "მრავალფუნქციური არქიტექტურა" და "მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების არქიტექტურა“, პროექტებისთვის Alliance Highline და Alliance Palace.  

დაჯილდოების ოფიციალური ღონისძიება 26 ოქტომბერს ლონდონში სასტუმრო Royal Lancaster-ში გაიმართა. კომპანიებს გადაეცათ ჯილდოები სხვადასხვა კატეგორიებში: უძრავი ქონების სექტორის განვითარება, ინტერიერის დიზაინი და არქიტექტურა. 200 წარმომადგენელს შორის ევროპის რეგიონის მასშტაბით, “ალიანს ჯგუფმა”  დაამტკიცა, რომ საუკეთესოა არქიტექტურის სექტორში. European Property Awards-ი International Property Awards-ის ნაწილია და მოიცავს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს, აფრიკასა და არაბეთს, ამერიკასა და დიდ ბრიტანეთს. ღონისძიებაზე აჯილდოვებენ დარგის საუკეთესო პროექტებსა და პროფესიონალებს.

Alliance Highline-ი, რომელიც მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, ვაკეში, ჭავჭავაძის 49-ში, პრემიუმ კლასის მულტიფუნქციური კომპლექსია. სამკოშკიანი ცათამბჯენი მოიცავს 40-სართულიან საცხოვრებელ შენობას და ორ შედარებით დაბალსართულიან შერეული ტიპის ცათამბჯენს, სადაც Wyndham Garden-ის სასტუმრო და აპარტამენტები განთავსდება. Wyndham Hotel Group-ი მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმრო ქსელია. ის მსოფლიოს 67 ქვეყანაში 7200 სასტუმროთია წარმოდგენლი. Alliance Highline-ის პროექტში “ალიანს ჯგუფი” ჯამში $75 მილიონზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს. კომპლექსის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება.

Alliance Pallace-ი საქართველოს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში მდებარეობს, რომელსაც შავი ზღვისპირეთის დედაქალაქსაც უწოდებენ. ეს არის 41-სართულიანი, პრემიუმ კლასის მულტიფუნქციური კომპლექსი. ცათამბჯენის პირველ ხუთ სართულზე განთავსდება სასტუმრო Courtyard by Marriott-ი, ხოლო ზედა სართულებს პრემიუმ კლასის აპარტამენტები დაიკავებს. Marriott International-ის ეს კლასიკური  ბრენდი სასტუმრო სექტორში წამყვანი  საერთაშორისო კომპანიაა, ის 6,000 სასტუმროს მართავს მსოფლიოს 120 ქვეყანაში. “ალიანს ჯგუფი” Alliance Palace-ის პროექტში $45 მილიონ ინვესტიციას ახორციელებს.  აპარტამენტების მშენებლობა  2018 წლის ივნისისთვის დასრულდება, სასტუმრო Courtyard by Marriott-ი კი ოფიციალურად 2019 წლის აპრილში გაიხსნება.

“ალიანს ჯგუფი” საქართველოში ავითარებს კიდევ ორ მიმდინარე პროექტს: მარიოტის ბრენდის მეორე სასტუმროს ბათუმში და Alliance Resort-ს გოდერძის უღელტეხილზე, ახალ ოთხსეზონიან სათხილამურო კურორტზე. კომპლექსში განთავსდება სასტუმრო Ramada Hotel-ი, რომელიც ზემოთხსენებული სასტუმროების ჯგუფის Wyndham Hotel Group-ის ბრენდია.

“ალიანს ჯგუფი” ოთხ მიმდინარე ინოვაციურ პროექტში მთლიანობაში $210 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს. გასული 12 წლის განმავლობაში, საერთაშორისოდ აღიარებულმა წამყვანმა ქართულმა სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანიამ $200 მილიონიანი დოლარის ინვესტიცია დახარჯა  აჭარის რეგიონის პრემიუმ კლასის ინოვაციურ დეველოპერულ პროექტებში.

26 ოქტომბრის დაჯილდოებამ ასევე უმასპინძლა IPAX UK & Europe exhibition-ს, სადაც დარგის წამყვანმა მიმწოდებლებმა წარმოადგინეს თავიანთი პროდუქტები და სერვისები, ამავდროულად, დელეგატებს საშუალება ჰქონდათ, გასაუბრებოდნენ დარგის წამყვან აღმასრულებელ დირექტორებს, მმართველ დირექტორებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს დიდ ბრიტანეთსა და ევროპის რეგიონში.  

ალიანს ჯგუფი Alliance Highline Alliance Palace დეველოპმენტი დაჯილდოება

წინა სტატია

Google-ის დამფუძნებლების ქონება ერთ დღეში $3,5 მილიარდით გაიზარდა
31 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

ერთ თვეში ლარი 4,4%-ით გაუფასურდა
31 ოქტომბერი, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Lifestyle Changer
Forbes Georgia in English | ოქტ, 16, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა