ერთ თვეში ლარი 4,4%-ით გაუფასურდა

სექტემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 3.8 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 3.9 პროცენტით გაუფასურდა. 

აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.4274-დან 2.4767- მდე შეიცვალა, ანუ გაუფასურდა 2 პროცენტით. ოქტომბერში ლარის კურსის დოლარის მიმართ, 4,4%-ით გაუფასურდა და 2.4767-დან 2.5873-მდე შეიცვალა. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის სექტემბერში 2016 წლის სექტემბერთან შედარებით რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 5.3 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 5.6 პროცენტით გაუფასურდა. 

სავაჭრო პარტნიორთაგან სექტემბერში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 6.2 პროცენტზე მაღალი იყო უკრაინაში - 16.4 პროცენტი, აზერბაიჯანში - 12.5 პროცენტი, თურქეთში - 11.2 პროცენტი. 

საქართველოზე დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა რუსეთში - 3 პროცენტი, აშშ-ში - 2.2 პროცენტი, ევროზონაში - 1.5 პროცენტი და სომხეთში 1.0 პროცენტი.

ლარი ლარის კურსი ლარის გაუფასურება დოლარი ეროვნული ბანკი

წინა სტატია

“ალიანს ჯგუფი“ European Property Awards-მა ორ ნომინაციაში დააჯილდოვა
31 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

Alliance Group Wins Double Accolade At European Property Awards
31 ოქტომბერი, 2017
გლობალური ქსელის თბილისელი შვილობილი
Forbes Woman | ივნ, 28, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
ახალი სტანდარტი
ინტერვიუ | ივნ, 20, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა