რამდენ დოლარს ყიდულობენ და ყიდიან ბანკები?

საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) პერიოდულად აქვეყნებს მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენ აშშ დოლარს ყიდულობენ და ყიდიან საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები სავალუტო ბაზარზე. 2013-2016 წლებში ბანკები წელიწადში საშუალოდ 13.5 მილიარდ დოლარს ყიდულობდნენ და 14 მილიარდ დოლარს ყიდდენ. ანუ სავალუტო ბაზარს უფრო მეტ დოლარს აწვდიდნენ, ვიდრე ბაზრიდან ყიდულობდნენ. 2017 წლის 9 თვეში (იანვარ-სექტემბერი) ბანკებმა 9.5 მილიარდი დოლარი იყიდეს და 10 მილიარდი დოლარი გაყიდეს.

კომერციულ ბანკებს შორის აშშ დოლარით ვაჭრობა (რომელიც ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის მეშვეობით ხორციელდება და ლარის ოფიციალური კურსის განსაზღვრის საფუძველია) წელიწადში 1.2-დან 2.2 მილიარდ დოლარს შორის მერყეობს. 2017 წლის მონაცემებს თუ სამუშაო დღეებზე გადავთვლით, გამოვა, რომ ბანკებს შორის ყოველდღიურად 6 მლნ დოლარის ყიდვა-გაყიდვა ხდება. რამდენ დოლარს შეისყიდიან ბანკები ერთმანეთისგან, ამას ბანკების მიმართ დოლარზე მოთხოვნა განსაზღვრავს.

2017 წლის 9 თვეში ბანკებმა ერთმანეთისგან შეიძინეს 1.1 მილიარდი დოლარი, არარეზიდენტი კომერციული ბანკებისგან 3.2 მილიარდი დოლარი, ხოლო იურიდიული და ფიზიკური პირებისგან 5.1 მილიარდი დოლარი.

ცხრილი: ბანკების მიერ სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარით განხორციელებული ვაჭრობის შედეგები, მლნ აშშ დოლარი

 

 ბანკების მიერ ნაყიდი დოლარი

 ბანკების მიერ გაყიდული დოლარი

სულ

სებ–ის სავალუტო აუქციონზე

კომერც. ბანკებიდან

არარეზ. ბანკებიდან

იურდ. და ფიზ. პირებისგან

სულ

სებ–ის სავალუტო აუქციონზე

კომერც. ბანკებზე

არარეზ. ბანკებზე

იურდ. და ფიზ. პირებზე

2013

 14,120

240

1,554

5,688

6,638

14,333

540

1,554

6,272

5,967

2014

 13,164

300

2,017

4,478

6,370

13,645

200

2,017

4,966

6,462

2015

 12,694

287

1,189

5,962

5,256

13,435

 

1,189

6,760

5,486

2016

 14,152

280

2,155

5,841

5,877

14,570

278

2,155

6,387

5,749

2017

   9,452

 

1,085

3,239

5,128

10,014

130

1,085

3,395

5,405

იან

   1,246

 

97

723

426

1,243

 

97

693

453

თებ

   1,102

 

86

539

478

1,115

 

86

537

492

მარ

1,268

 

106

543

619

1,431

 

106

621

704

აპრ

756

 

85

294

377

838

20

85

333

400

მაი

1,018

 

136

252

630

1,198

 

136

334

728

ივნ

1,210

 

157

367

685

1,183

70

157

293

662

ივლ

934

 

141

171

622

941

 

141

200

600

აგვ

937

 

135

147

655

1,005

40

135

179

650

სექტ

980

 

140

204

636

1,060

 

140

204

716

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკები დოლარი

წინა სტატია

როგორ იზრდება ეკონომიკა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში
02 ნოემბერი, 2017

შემდეგი სტატია

ბანკები ყველაზე მაღალი მოგებით
02 ნოემბერი, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Lifestyle Changer
Forbes Georgia in English | ოქტ, 16, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა