რეალური ოქროს სტანდარტის აღდგენა

  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბრძანების თანახმად ერთი ხელის მოსმით გაუქმებული ოქროს სტანდარტი ადრინდელი გზით ვეღარ აღდგება. ახლა, როდესაც პოლიტიკური სისტემა სიფრთხილით უბრუნდება ოქროთი უზრუნველყოფილ ფულს, ოქროს სტანდარტთან დასაბრუნებლად საგზაო რუკის არსებობა გახდება აუცილებელი.ეს ზუსტად ის არის, რაც ლუის ი. ლერმანმა (ვისთანაც სტატიის ავტორი ამერიკული პრინციპების პროექტისა და ლერმანის ინსტიტუტის მეშვეობით პროფესიურად არის დაკავშირებული) წარმოადგინა, როგორც ჭეშმარიტი ოქროს სტანდარტი: მონეტარული რეფორმის გეგმა ოფიციალური სარეზერვო ვალუტების გარეშე. ეს გახლავთ მსოფლიო ფინანსური სისტემის მოწესრიგების ყოვლისმომცველი და ამავდროულად მარტივი გეგმა, რომელიც ომის შემდგომი საფრანგეთის ოქროს სტანდარტთან მიბრუნების პროცესის მართვის ჟაკ რიუფისეული გამოცდილებითა და ინტელექტუალლერმანის მოსაზრებებით არის გაჟღენთილი.

როგორც ქვესათაურიდან ჩანს, გეგმა ეფუძნება ეროვნული ვალუტების (დოლარი, ევრო, იენი) ჩანაცვლებას არაეროვნული, ნეიტრალური ოქროს - როგორც მსოფლიოს სარეზერვო ფულადი მასის - აქტივით. სახელმწიფოები საერთაშორისო გადახდების დეფიციტსა და სიჭარბეს არა ქაღალდის ვალუტით, არამედ ოქროთი დაარეგულირებენ. ეს საშუალებას მოგვცემს მოვიცილოთ სასესხო ვალდებულებების მყისიერი ემისიები (-რომელთა გამოც სავაჭრო დეფიციტი, გადაჭარბებული სამთავრობო სესხები და ფინანსური პირამიდები ცხოვრების წესად იქცა), განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების - როგორც მსოფლიო რეზერვების ორი მესამედის გამომშვების - შემთხვევაში. დოლარის სტანდარტთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა: ის იყო ან „უსაზღვრო პრივილეგია" (საფრანგეთის პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ დ'ესტენი), ან წინ გადადგმული ნაბიჯი" (City Bank -ის ფინანსისტი უოლტერ რისტონი); ფინანსური უწესრიგობის ათწლეულებმა კი დღეისათვის ნათელი გახადა, რომ ის, როგორც ლერმანი ამბობს, ფაქტობრივად, "აუტანელი ტვირთია".

ლერმანის ისტორიულ მოდელს წარმოადგენს 1873 - 1914 წლების ოქროს სტანდარტი, ინდუსტრიული მიღწევების, გლობალური ეკონომიკური ზრდისა და ფასების საოცარი სტაბილურობის ერა. როგორც მისმა კოლეგამ, ჯონ მიულერმა აღნიშნა, ეს ამერიკის შეერთებული შტატების სამომხმარებლო ფასების ინდექსზე დამყარებული სავალუტო სისტემების ყველაზე სტაბილური პერიოდი იყო. ტექნოლოგიური ცვლილებებისა და სწრაფი გლობალიზაციისაგან გამოწვეული შოკის დროსაც კი, ფასები როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში უფრო სტაბილური იყო, ვიდრე ამერიკის ისტორიის ნებისმიერ სხვა ეტაპზე. ეს გამოიწვია დოლარსა და ოქროს შორის კავშირის მიმართ ნდობის არსებობამ როგორც მოქალაქეებში - ქვეყნის შიგნით, ისე მთავრობებში - ქვეყნის ფარგლებს გარეთ. როგორ მოვარგოთ ეს შესანიშნავი მოდელი XX საუკუნეს? გარკვეულწილად, ეს შედარებით ადვილი იქნება, რადგან საშუალება გვეძლევა ოქროს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირება ახლა უკვე ელექტრონული გადახდის სისტემების დახმარებით განვახორციელოთ. პრაქტიკულ დონეზე ფულის სახით ოქროს გამოყენება არასდროს ყოფილა უფრო ადვილი, ვიდრე დღესაა (თუმცაგადასახადებითა და რეგულირებებით ოქროს ფინანსური რეპრესია კვლავ სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს).

მეორე მხრივ, ახალი ინსტრუმენტების მეშვეობით კრედიტის სწრაფმა ზრდამ და დეზინტერმედიაციამ (როდესაც ხდება ბანკების მომსახურებაზე უარის თქმა ფასიანი ქაღალდების პირდაპირი ემისიებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების სასარგებლოდ, რის შედეგადაც საბანკო სისტემიდან რესურსებიგაედინება) ფინანსური სისტემა ისეთი მოუწესრიგებელი გახადა, როგორც არასდროს. კრედიტების მთავარი წილი დღეს გადავიდა ჩრდილოვან საბანკო სისტემაზე, რომელიც ფედერალური სარეზერვო ბანკებისგან "სასწრაფო" ფინანსურ დახმარებას იღებს. ოქროსა და დოლარს შორის შეუზღუდავი კონვერტაციის სისტემასთან ერთად, ლერმანი გვთავაზობს საბანკო რეფორმის მცირე მონახაზს, რომელიც მოითხოვს ფინანსური ინსტიტუტების მიერ თავიანთი ნდობის მანდატის აღდგენას გაუმჯობესებული ლიკვიდურობის სტანდარტების საშუალებით, რაც შეიძლება მიღწეულ იქნეს ბაზრის ობიექტური შეფასებისა და ყოველკვარტალური სტრესული ტესტების გამოყენების გზით.

რა ბედი ეწევა ფედერალურ სარეზერვო სისტემას? როგორც რონ პოლი მოითხოვს, მისი _ როგორც "მყარი ფულის" (მაღალი ინფლაციისგან დაცული) აუცილებელი პირობის _ არსებობა არ უნდა დასრულდეს. მაგრამ საჭირო იქნება სადავეების უფრო მკაცრად მართვა. ლერმანი საუბრობს კონკრეტულ ცვლილებებზე ცენტრალურ ბანკთან მიმართებაში, რაც, პირველ რიგში, ღია ბაზარზე ოპერაციების შეწყვეტას ითვალისწინებს.

კრედიტის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ნებისმიერი დისბალანსის არსებობის შემთხვევაში, საკრედიტო სახსრების უზრუნველსაყოფად ან ამოსაღებად ფედერალური სარეზერვო სისტემა იხელმძღვანელებს არა ფედერალური სახსრების ბაზრით, არამედ დისკონტის განაკვეთით. დისკონტირებული იქნება კომერციული თამასუქები და არა სამთავრობო ფასიანი ქაღალდები და ფედერალურ სარეზერვო სისტემას, სხვა ცენტრალური ბანკების მსგავსად, აეკრძალება სუვერენული ვალის (გარდა მოკლევადიანი სახაზინო შემოსავლიანი ობლიგაციებისა) ფლობა. საბუღალტრო აღრიცხვების ჟურნალის აქტივებში აისახება ოქრო და ლიკვიდური, უსაფრთხო არასამთავრობო ფინანსური მოთხოვნები. ლერმანი ფედერალური სარეზერვო სისტემის ამ პოლიტიკას "ადამიანის მოკრძალებულ ინტელექტზე მისადაგებულს" უწოდებს. იგი სერიოზულად შეზღუდავს გადამეტებულ ძალაუფლებას, რომლითაც ცენტრალური ბანკი დღეისთვის სარგებლობს.

ოქროს სტანდარტის არსი ყოველთვის ემყარებოდა ფულით მანიპულირების ცდუნების გარე, მიუკერძოებელი და ავტომატური ზომებით მოწესრიგების იდეას. ოქროს სტანდარტი ფულის მიწოდებას მის ბუნებრივ მოთხოვნასთან აკავშირებს. ის ინფლაციისაგან იცავს ცენტრალურ ბანკს და მთავრობას ათავისუფლებს დეფიციტის უწყვეტი დაფინანსების საჭიროებისაგან. ეს სახელმწიფოებს საკუთარი ვალის იმპორტის მომსახურებისათვის გამოყენების საშუალებას არ მისცემს და სავაჭრო ურთიერთობებს წონასწორობისაკენ უბიძგებს. აღნიშნულთაგან არც ერთი არ წარმოადგენს პანაცეას კაპიტალიზმისათვის დამახასიათებელი პრობლემებისათვის, მაგრამ ისინი ნამდვილად ხელს შეუწყობს თავისუფალი და სამართლიანი სახის კაპიტალიზმს, რომელშიც, როგორც ვამბობთ, გვინდა რომ ვიცხოვროთ. ალბათ არ მოიძებნება სხვა ადამიანი, ვინც ღირსეული მონეტარული სისტემის აღდგენაში მეტი ენერგია და საკუთარი შესაძლებლობები ჩადო, ვიდრე ლუის ლერმანმა და ახლა ის გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ აქედან იქამდე.

წინა სტატია

ვინ იყო სტივ ჯობსი?
06 დეკემბერი, 2011

შემდეგი სტატია

სუპერკომპიუტერი მიკრობის წინააღმდეგ
06 დეკემბერი, 2011
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიას აქვეყნებს
რეიტინგი | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა