მსოფლიოს ქვეყნები, რომლებიც გლობალურ ეკონომიკას ქმნიან

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2017-2019 წლებში გლობალური ეკონომიკური ზრდა 2.8% იქნება.  

მიუხედავად ზრდის ტემპის შენელებისა ჩინეთში მსოფლიო ბანკი მიმდინარე წელს 6,5%-იან, ხოლო 2018-2019 წლებში 6,3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. შედეგად, მომდევნო ორ წელში გლობალურ მშპ-ში ჩინეთის წილი 35,2% იქნება.  

17%-ს დაიკავებს მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაში ამერიკის შეერთებული შტატები. მიუხედავად მსგავსი მოცულობისა მსოფლიო ბანკი ამერიკის ეკონომიკურ ზრდაში გარკვეულ რისკებს ხედავს, რომელიც უმეტესად ახალ ადმინისტრაციას უკავშირდება.  

გლობალურ მშპ-ს 2,5%-ს შექმნის ინდონეზია, ქვეყნის მშპ $ 941  მილიარდია და პროგნოზის მიხედვით, ის დამატებით $160 მილიარდით გაიზრდება. მომდევნო ორ წელში მსოფლიო ბანკი ქვეყანაში 5,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. 

გლობალურ ეკონომიკაში სხვა ქვეყნების წილი შემდეგნაირად გადანაწილდა:  

ავსტრალია - 1,8% 

კანადა - 1,7% 

გაერთიანებული სამეფო - 1,6% 

იაპონია - 1,5%

ბრაზილია - 1,2% 

თურქეთი - 1,2% 

მექსიკა - 1,2% 

რუსეთი - 1% 

ირანი - 1% 

წინა სტატია

ბანკების რეიტინგი გაცემული სესხების მიხედვით
06 ნოემბერი, 2017

შემდეგი სტატია

საქართველოს დერეფანში გადაზიდული ტვირთების მოცულობა მცირდება
07 ნოემბერი, 2017
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა