IMF მთავრობას კიდევ ერთ რეგულაციას სთავაზობს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავრობას კერძო სექტორთან პირდაპირი შეთანხმებების დადების შეზღუდვას სთხოვს. ფონდის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ამბობს, რომ მსგავსი შეთანხმებები კონკურენტულ გარემოს ზღუდავს.  

კითხვაზე უნდა ტარდებოდეს თუ არა აუქციონები საჯარო და კერძო პარტნიორობით განხორციელებულ პროექტებზე, ფრანსუა პეშო პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ მთავრობამ ისეთი მექანიზმი უნდა გამოიყენოს, რომელიც სხვა კომპანიებს კონკურენციას არ შეუზღუდავს, მთავრობამ კი პირდაპირი ხელშეკრულებები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა გამოიყენოს. 

"ჩვენ ვეთანხმებით კერძო საჯარო პარტნიორობის შესახებ კანონს. ის საკმაოდ კარგ გათვლებს გვთავაზობს მსგავსი პროექტებიდან მომავალ ფისკალურ რისკებთან დაკავშირებით. 

რაც შეეხება მეორად რეგულირებას, ჩვენ გვსურს ვიხილოთ პირდაპირი შეთანხმებების შემცირება. პირდაპირი შეთანხმება დგება მთავრობასა და კერძო კომპანიას შორის, კონკურენტული გარემო კი უკან რჩება. საუბარია კონკრეტულ პროექტებზე, რომელიც კერძო და საჯარო თანამშრომლობით დგება. ჩვენ გვინდა უფრო კონკრეტული განმარტება მსგავსი პირდაპირი შეთანხმებების. ისინი უნდა არსებობდეს მხოლოდ უკიდურესად გამონაკლის შემთხვევებში", - ამბობს ფრანსუა პეშო.

წინა სტატია

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა
08 ნოემბერი, 2017

შემდეგი სტატია

მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანია
09 ნოემბერი, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Lifestyle Changer
Forbes Georgia in English | ოქტ, 16, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა