Forbes Georgia ყოველწლიურ დაჯილდოებას იწყებს

Forbes Woman, Forbes Property, Forbes Entrepreneur, Forbes Startup და Forbes Social Impact - Forbes Georgia ახალ, ყოველწლიურ დაჯილდოებას ამკვიდრებს.

მსოფლიოს წამყვანი ბიზნესგამოცემის ქართულმა გამომცემლობამ მეასე საიუბილეო ნომრის გამოცემის აღნიშვნასთან ერთად პირველი ნომინანტები დაასახელა.

Forbes Woman 2017-ის ჯილდო Anaklia City-ის გენერალურ დირექტორს ქეთი ბოჭორიშვილს ერგო.

Forbes Property-ის ნომინაციაში გამარჯვებულად კომპანია “ალიანს ჯგუფი” დასახელდა.

Forbes Startup 2017 კომპანია Wifisher გახდა. წლის Forbes Social Impact-ის ჯილდო კომპანია “ტრიპექსს” ერგო, ხოლო Forbes Entrepreneur ბიზნესმენი თემურ უგულავა გახდა.

Forbes 2017 წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ჟურნალი 20-ზე მეტ ენაზე მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში გამოიცემა. მსოფლიოს წამყვანი ბიზნესგამოცემა საქართველოში 2011 წელს შემოვიდა. Forbes Georgia მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ბიზნეს-ეკონომიკური ჟურნალის – Forbes-Media N.Y.-ის ლიცენზირებული, ყოველთვიური გამოცემაა. ჟურნალს გამოსცემს სს “Media Partners” Forbes Media LLC NY სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე.

ქართული გამოცემა აგრძელებს მედიაბრენდის საუკუნოვან ტრადიციას და ქართული ბიზნესსამყაროს ყველაზე გავლენიან არბიტრად გვევლინება.

ყოველწლიური დაჯილდოება Forbes Woman Forbes Property Forbes Entrepreneur Forbes Startup Forbes Social Impact

წინა სტატია

ყველაზე კარგი საჯარო ტრანსპორტის მქონე ქალაქების ათეული
13 ნოემბერი, 2017

შემდეგი სტატია

მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები განხორციელდება
13 ნოემბერი, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Lifestyle Changer
Forbes Georgia in English | ოქტ, 16, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა