ციფრული ტექნოლოგიები

ვულოცავ Forbes-ს 100 წლის იუბილეს! ამ ჟურნალის პირველი ნომერი 1917 წელს გამოვიდა და არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ მას შემდეგ Forbes-ი ამერიკული და მსოფლიო ბიზნესის მემატიანედ იქცა. 1917 წელი ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისთვისაც გარდამტეხი წელიწადი იყო: ქართულ მეწარმეობას, რომელიც სწორედ იმ პერიოდში დგამდა პირველ გაბედულ ნაბიჯებს, სამწუხაროდ, ისტორიული განვითარების გეზიდან გადაახვევინეს. ასე რომ არ მომხდარიყო, ეჭვიც არ მეპარება, რომ Forbes-ის ფურცლებზე აუცილებლად ვიხილავდით დავით სარაჯიშვილს, მიტროფანე ლაღიძეს ან ძმებ ზუბალაშვილებს, და კიდევ ბევრ ქართველ მეწარმეს, როგორც თავიანთი დროის უდიდეს ანტრეპრენიორებსა და ნოვატორებს. სასიხარულოა, რომ დღეს ქართულ ენაზე გამომავალი Forbes-ი გვაქვს.

თანამედროვე ეპოქაში, რომელიც სავსეა გამოწვევებით, წაიშალა საზღვრები და ბარიერები ადამიანებს შორის, რაც ტექნოლოგიური პროგრესის დამსახურებაა. ხშირად ისმის შეკითხვა, თუ რა შეცვალა ციფრულმა ტექნოლოგიებმა ჩვენს ცხოვრებაში. მე ვიტყოდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება საზღვრების არარსებობაა. ციფრული ტექნოლოგიების ათვისება ძალიან სწრაფად ხდება და ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება, ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი ამბიცია, ვიყოთ წამყვანი კომპანია ამ მიმართულებით, სავსებით პასუხობს ეპოქის მოთხოვნებს. 

დიგიტალიზაცია თიბისი ბანკის სტრატეგიაა უახლოესი მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენთვის ეს არის ჩვენს მომხმარებელთან კიდევ უფრო დაახლოების გზა, მათი სურვილებისა და საჭიროებების ამოცნობა და შესაბამისი სერვისების შეთავაზება. ციფრული ტექნოლოგიების გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ წინ საოცარი სიახლეები გველის, რაც კიდევ უფრო მარტივს და ბუნებრივს გახდის ბანკისა და მომხმარებლის ურთიერთობას. რაც ყველაზე მეტად სასიხარულოა, ჩვენ ვხედავთ, როგორ მოგვყვება მომხმარებელი, მათი უკუკავშირი გვარწმუნებს, რომ დიგიტალიზაცია მსოფლიო ტრენდია და მას ალტერნატივა არა აქვს. 

ცხადია, ვამაყობთ, რომ საქართველოში მომხმარებლებს პირველებმა შევთავაზეთ ისეთი ინოვაცია, როგორიც არის "ჩატბოტი". უკვე ორი ბოტი გვაქვს - ბანკისა და დაზღვევის. სტატისტიკა მოწმობს, რომ მათი პოპულარობა დღითი დღე იზრდება. ჩვენ გვაქვს რეგიონში საუკეთესო ინტერნეტ- და მობაილბანკი, რომელიც ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს და ძვირფას დროს უზოგავს. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ინოვაციების დანერგვა გადამდებია და ამ სფეროში კონკურენციის ზრდა კიდევ უფრო მეტ განვითარებას მოგვიტანს, რაც სასარგებლო იქნება მომხმარებლისთვის. 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ დიდი კომპანიები თანამშრომლობდნენ ფინტექებთან, კომპანიებთან, რომლებიც ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ინოვაციურ ფინანსურ სერვისებს ქმნიან. „თიბისის“ უამრავი მაგალითის მოყვანა შეუძლია, თუ როგორ გადაიქცნენ ასეთი სტარტაპ-კომპანიები ჩვენთან თანამშრომლობით წარმატებულ ბრენდებად. ეს შეუქცევადი პროცესია და უდიდეს შესაძლებლობებს უხსნის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ახალგაზრდა თაობას, რომელიც ციფრული ტექნოლოგიებისადმი განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა. 

სწორედ მათთვის დღეს უამრავი შესაძლებლობაა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ ციფრული ტექნოლოგიები აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას, იცხოვრონ და იმუშაონ საკუთარ სამშობლოში და, ამავდროულად, წარმატებულად გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე. ვფიქრობ, ეს ჩვენი ეპოქის უდიდესი უპირატესობაა, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.  

ციფრული ტექნოლოგიები ვახტანგ ბუცხრიკიძე ფორბსის იუბილე თიბისი

წინა სტატია

Silknet Brings Ted Jonas onto Its Supervisory Board
15 ნოემბერი, 2017

შემდეგი სტატია

ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანია K-water 50-ე წლის იუბილეს აღნიშნავს
16 ნოემბერი, 2017
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
ახალი საფეხური სამშენებლო დეველოპმენტში
კომპანიები | ნოე, 21, 2017
ხარისხის, მდგრადი განვითარებისა და ფუფუნების სინთეზი
კომპანიები | ნოე, 14, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა