10 ყველაზე რეიტინგული ქართული არხი

10 ყველაზე რეიტინგული ქართული არხი

შპს “ტრი მედია ინტელიჯენსის” მონაცემებით, 2017 წლის ოქტომბრის თვეში 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით ზოგადად სატელევიზიო არხების ყურებადობა (1 წუთის განმავლობაში საშუალო მაყურებლების რაოდენობა) შემცირებულია 9.37%-ით. 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ქართული არხების ყურებადობა შემცირებულია 21.23%-ით, ხოლო უცხოური არხებისა და საკაბელო ოპერატორების კუთვნილი არხების ყურებადობა გაიზარდა 26.67%-ით. 

2017 წლის ოქტომბერში შემცირებულია ქართული არხების აუდიტორიის წილი ბაზარზე და შეადგენს 65.5%-ს, ხოლო 2016 წლის ოქტომბერში შეადგენდა 75%-ს. ამავე პერიოდებში უცხოური და საკაბელო ოპერატორების კუთვნილი არხების აუდიტორიის წილი გაიზარდა: 2016 წლის ოქტომბერში მათი წილი შეადგენდა 25%-ს და 2017 წლის ოქტომბერში შეადგენს 34.5%-ს. 

2017 წლის ოქტომბრის თვეში 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით TOP 10 ქართულ არხებს მაყურებელი შეუმცირდა 21.16%-ით. TOP 10 ქართულ არხის აუდიტორიის წილი ბაზარზე შეიცვალა შემდეგი სახით: 

1. ტელეიმედის წილი გაიზარდა 23.4%-დან 26%-მდე;

2. რუსთავი 2-ს შეუმცირდა 25%-დან 18.2%-მდე;

3. კომედი ტვ-ს შეუმცირდა 5.1%-დან 3.5%-მდე;

4. ჯი დი ეს ტვ-ს გაეზარდა 3%-დან 3.4%-მდე;

5. პირველ არხს შეუმცირდა 2.5%-დან 2%-მდე;

6. მაესტროს შეუმცირდა 4%-დან 0.7%-მდე;

7. მარაოს შეუმცირდა 1.9%-დან 1.7%-მდე;

8. ტვ პირველს გაეზარდა 1.2%-დან 1.8%-მდე;

9. სილქ იუნივერსალს გაეზარდა 0.9%-დან 1%-მდე;

10.  პალიტრა ნიუსს გაეზარდა 0.6%-დან 0.8%-მდე

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *