რომელ ევროპულ ქვეყნებში ატარებენ ყველაზე მეტ ნაღდ ფულს ჯიბით?

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ევროზონის ქვეყნების მოსახლეობის შედარებაა მოყვანილი, თუ ვინ რამდენ “ქეშს” ატარებს საშუალოდ. 2016 წლის მონაცემების მიხედვით, საშუალო სტატისტიკურ ევროპელს, საფულეში 65 ევრო უდევს. უშუალოდ ქვეყნების მიხედვით კი ლიდერი გერმანიაა, სადაც მოსახლეობის საფულეში არსებული ნაღდი ფულის საშუალო რაოდენობა 103 ევროს შეადგენს, ბოლო ადგილზე კი პორტუგალიაა - 29 ევროიანი მაჩვენებლით. 

ლიდერი ქვეყნების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: 

1) გერმანია - €103

2) ლუქსემბურგი - €102

3) ავსტრია - €89

4) კვიპროსი - €81

5) საბერძნეთი - €80

6) ირლანდია - €69

7) იტალია - €69

8) მალტა - €59

9) ბელგია - €58

10) ლიტვა - €57

ევროპის ცენტრალური ბანკი კვლევა ნაღდი ფული გერმანია

წინა სტატია

საქართველო ინფრასტრუქტურის ხარისხით მსოფლიოში 76-ე ადგილზეა
27 ნოემბერი, 2017

შემდეგი სტატია

მსოფლიოს ქვეყნები ყველაზე მეტი ვალით
28 ნოემბერი, 2017
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა