მსოფლიოს ქვეყნები ყველაზე მეტი ვალით

მსოფლიოში ყველაზე მეტი საგარეო ვალი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. გასულ წელს მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის საგარეო ვალი $17,9 ტრილიონს შეადგენდა. CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სამსახური) მონაცემებით, $13 ტრილიონს შეადგენს ევროკავშირის საგარეო ვალი. მსოფლიოს ყველა მსხვილი ვალის მქონე ქვეყნებს შორისაა გაერთიანებული სამეფოც, რომელის საგარეო ვალიც 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით $8,1 ტრილიონს შეადგენს.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალი, 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 14.6 მლრდ აშშ დოლარი (34.6 მლრდ ლარი) იყო. მთლიანი საგარეო ვალის მოცულობით, საქართველო მსოფლიოში 103-ე ადგილზეა.

CIA-ს მონაცემებით, მსოფლიოში საგარეო ვალის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თურქმენეთს აქვს და ის მხოლოდ $425,300,000-ს შეადგენს. $8,1 მილიარდის საგარეო ვალი აქვს ყირგიზეთს და ის მსოფლიოში ვალის მოცულობით, 119-ე ადგილს იკავებს.

104-ე ადგილზეა სიაში საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი, რომლის მთლიანი საგარეო ვალი $13,8 მილიარდს შეადგენს. თურქეთის საგარეო ვალი $404,900,000,000-ს შეადგენს და ის სიაში 30-ე ადგილს იკავებს. 29-ე ადგილზეა რუსეთი $434,800,000,000-იანი საგარეო ვალით.

მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ვალის მქონე ქვეყნების ათეული კი შემდეგია:

ამერიკის შეერთებული შტატები - $17,910,000,000,000
გაერთიანებული სამეფო - $8,126,000,000,000
საფრანგეთი - $5,360,000,000,000
გერმანია - $5,326,000,000,000
ნიდერლანდების სამეფო - $4,063,000,000,000
ლუქსემბურგი - $3,781,000,000,000
იაპონია - $3,240,000,000,000
ირლანდია - $2,470,000,000,000
იტალია - $2,444,000,000,000
ესპანეთი - $2,094,000,000,000

საგარეო ვალი სახელმწიფო ვალი საშინაო ვალი აშშ

წინა სტატია

რომელ ევროპულ ქვეყნებში ატარებენ ყველაზე მეტ ნაღდ ფულს ჯიბით?
27 ნოემბერი, 2017

შემდეგი სტატია

Georgia Holds 76th Position In The World In Terms Of The Quality Of Infrastructure
27 ნოემბერი, 2017
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
Forbes Georgia. 2019 წლის დეკემბრის ნომერი
Issues | დეკ, 05, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა