წლიური ინფლაცია 6.9 პროცენტამდე გაიზარდა

წლიური ინფლაცია 6.9 პროცენტამდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 1.1%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 6.9% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 6.9%-ით გაძვირდა.

ნოემბერში ფასების ზრდა ძირითადად ტრანსპორტის (2.8%-ით), სურსათის (0.8%-ით), თამბაქოს (1.9%-ით) და საოჯახო ნივთების გაძვირებამ (1.3%-ით) განაპირობა.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები (19.4%-ით) გაიზარდა. ტრანსპორტის ფასები 15.8%-ით გაძვირდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 7.5%-ით, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 6.4%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 1.3%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წლიური ინფლაცია

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *